მესიმ და გრიზმანმა განცალკევებით ივარჯიშეს; დე იონგის დისკომფორტი სერიოზული არ აღმოჩნდა

მესიმ და გრიზმანმა განცალკევებით ივარჯიშეს; დე იონგის დისკომფორტი სერიოზული არ აღმოჩნდა

"მალიორკასთან" დაპირისპირების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა აღიარა, რომ ფრენკი დე იონგმა მცირე დისკომფორტი იგრძნო.

ამის გამო, ახალგაზრდა ფეხბურთელი შეხვედრის 84-ე წუთზე ჟუნიორ ფირპომ ჩაანაცვლა.

საბედნიეროდ, დისკომფორტი სერიოზული არ აღმოჩნდა და ნიდერლანდელმა დღეს სიუტატ ესპორტივაზე გამართულ ვარჯიშზე დასწრება შეძლო.

სესიაზე თანაგუნდელებთან ერთად არ გამოჩნდნენ ანტუან გრიზმანი და ლიონელ მესი, რომლებმაც სავარჯიშო დარბაზში სპეციალური პროგრამით ივარჯიშეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ივნისი 2020 21:30
    4
    იმედია მწყობრში არიან მესიც და გრიზმანიც
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მწერალი [?]
    #2 14 ივნისი 2020 18:13
    3
    ციტატა: philipe coutinho
    რავიცი მე ეგ დარბაზში სავარჯიშო სესიები მაინც ცალკეული ტაქტიკა მგონია ვიდრე ტრამვა ან დისკომფორტი თორე ახალ კუნთნატკენს არ გავდა მესი გუშინ

    მცირე დისკომფორტი ჰქონდა და 3 დღე დაისვენა ისედაც
    ფანი [?]
    #1 14 ივნისი 2020 18:12
    3
    რავიცი მე ეგ დარბაზში სავარჯიშო სესიები მაინც ცალკეული ტაქტიკა მგონია ვიდრე ტრამვა ან დისკომფორტი თორე ახალ კუნთნატკენს არ გავდა მესი გუშინ
    --------------------
    Forca Barca!!!