5 ფაქტი, რომელიც რონალდ არაუხოს შესახებ უნდა ვიცოდეთ

5 ფაქტი, რომელიც რონალდ არაუხოს შესახებ უნდა ვიცოდეთ

"ბარსელონას" 21 წლის ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო "მალიორკასთან" გუშინ მოგებულ (4:0) შეხვედრაში კატალონიური გრანდის რიგებში ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

ახლა კი ახალგაზრდა ფეხბურთელის შესახებ საინტერესო ფაქტებს გვთავაზობთ:

  • Barça TV-სთან საუბრისას, ურუგვაელმა განაცხადა, რომ მისი კუმირი კარლეს პუიოლია, "რადგან დიდი კაპიტანი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს";
  • მარტში, ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა არაუხო ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდის განაცხადში შეიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, ხსენებული შეხვედრები Covid-19-ის პანდემიის გამო გადაიდო;
  • დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში რონალდი "ბლაუგრანას" მეოთხე მცველის როლს მოირგებს და ესპანეთის მოქალაქეობასაც მიიღებს - პროცესი უკვე დაწყებულია;
  • გოლების გატანის კუთხით, ახალგაზრდა უკანახაზელი სერხიო რამოსს ჰგავს - წლევანდელ სეზონში, სარეზერვო გუნდის მაისურით, მან 17 მატჩში 3 გოლი და ამდენივე ასისტი მიითვალა;
  • არაუხოს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელებისგან ნდობა ჰქონდა და აქვს - ყოფილმა თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ ურუგვაელი ჟან-კლერ ტოდიბოს ამჯობინა და სამხრეთ ამერიკელმა 19 ოქტომბერს სადებიუტო დაპირისპირებაც გამართა, კიკე სეტიენის ხელში კი რონალდმა "მალიორკასთან" მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 15 ივნისი 2020 09:00
    0
    ტოდიბიც კარგი ბიჭი იყო არადა :(
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ივნისი 2020 21:31
    2
    გუშინდელი თამაში საზომი არაა აი ცოტა ძლიერ გუნდთან რას იზამს ეგაა საკითხავი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 14 ივნისი 2020 21:00
    0
    კინაღამ გოლიც კი გაიტანა.
    გულშემატკივარი [?]
    #3 14 ივნისი 2020 20:20
    1
    ტოდიბოც არაა ცუდი ბიჭი
    ფანი [?]
    #2 14 ივნისი 2020 18:41
    3
    Piqes shemcvlelis dzebna morcha, lursmanivit chaechedeba es bichi sastavshi suuuuuu maleeee. Mxeci gvyolia ager da ra delixti da ris vertogeni. Dalshe: marjvena mcveli gvinda, (semedos natraki ar gaishva arsad robertos ver ugebs dziritads) karebshi "dambatqunebeli" top nax mcveli erti da egaa. Bredpitma mgonia miaxetqa grizmo skamze.
    ფანი [?]
    #1 14 ივნისი 2020 18:04
    2
    კაი ბიჭია <3
    --------------------
    NJR ❤