ნელსონ სემედუს გაურკვეველი მომავალი: "ინტერში" ტრანსფერი თუ "ბარსელონაში" დარჩენა?

ნელსონ სემედუს გაურკვეველი მომავალი: "ინტერში" ტრანსფერი თუ "ბარსელონაში" დარჩენა?

ნელსონ სემედუ "ბარსელონადან" წასვლის ერთ-ერთი კანდიდატია. თუმცა პორტუგალიელის ტრანსფერის საკითხი რთულდება, რადგან მსურველ კლუბთა სია უფრო და უფრო მცირდება. სემედუს აგენტი ჟორჟე მენდეში ცდილობს ფეხბურთელის მომავალი გაარკვიოს, მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, სემედუ  "ბარსელონაში" კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.

"ბარსელონა" და სემედუ 3 კლუბთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ერთ-ერთი მათგანი "იუვენტუსი" იყო. "ბებერი ქალბატონი" პორტუგალიელის ტრანსფერში მირალემ პიანიჩის ჩართვას აპირებდა. საბოლოოდ, იტალიურ კლუბსა და სემედუს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მიზეზად ფეხბურთელის ხელფასი სახელდება.

"ბარსელონას" კიდევ ერთი იმედი "მანჩესტერ სიტი" იყო. კატალონიელები იმედოვნებდნენ, რომ, სემედუს სანაცვლოდ, ჟოაუ კანსელუს მიიღებდნენ, თუმცა ინგლისური კლუბი 26 წლის პორტუგალიელით არ დაინტერესდა.

მესამე და ერთადერთი რეალურ ვარიანტად "ინტერი" რჩება.  ანტონიო კონტეს მარჯვენა მცველი სჭირდება და იტალიური კლუბიც მზადაა სემედუს შესაბამისი ხელფასი გადაუხადოს. "ბარსელონას" სურს ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ სემედუ და დამატებით 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. "ინტერს" კი ეს არასაკმარისად მიაჩნია. ჯერჯერობით, კლუბები ამ საკითხებზე არ შეთანხმებულან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 14 ივნისი 2020 17:58
    2
    ციტატა: frenkie dejong21
    რობერტოს დიდი ავტორიტეტი აქ უკვე
    ბარსას მეოთხე კაპიტანია თან ლა მასიელი კატალონიელია და ასე იქნება მანამ სანამ ბოდიში და ყვერებიანი მწვრთელი არ მოვა და ისეთ ფეხბურთელებს ათამაშებს ვინც დაიმსახურებს და არ ისეთს ვისაც ავტორიტეტი და სახელი აქ

    100% მართალი ხარ დაუბრალოდ გააფუჭებენ აქ და ჯობია გაუშვან და დესტი ითრიონ
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ივნისი 2020 17:57
    0
    ერთი წელიც და კიდე თუ ვერ დადგა სასტავში გაყიდონ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ივნისი 2020 17:38
    2
    უნდა დარჩეს და არ უნდა ამას ბევრი ბაზარი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 14 ივნისი 2020 17:28
    2
    Unda daitovon aucileblad
    Geo-fcb
    სტუმარი [?]
    #1 14 ივნისი 2020 16:32
    4
    ეს კაცი არ გაახარეს მოკლედ, რა ნახეს ამ რობერტოში ასეთი?!
    არადა რომ თამაშობს სემედუ იგრძობა რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებს, უფრო თავდაჯერებული და სასარგებლო ხდება, და ამ დროს ისევ ჰოპ და...რობერტო ძირითადში.