სრულყოფილი 10: როდის მიიღო ლიონელ მესიმ უმაღლესი შეფასება

სრულყოფილი 10: როდის მიიღო ლიონელ მესიმ უმაღლესი შეფასება

ლიონელ მესი, "მალიორკასთან" თამაშით, საფეხბურთო სამყაროს ბრწყინვალედ დაუბრუნდა. არგენტინელმა შეხვედრის ბოლო წუთებზე გოლი გაიტანა, მანამდე კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მოულოდნელი არ ყოფილა ისიც, რომ მესი მატჩის საუკეთესოდ დასახელდა. გარდა ამისა, ლეომ WhoScored-ისგან უმაღლესი 10 ქულა დაიმსახურა.

საინტერესოა, რომ ლიონელ მესისთვის "მალიორკასთან" დაპირისპირება მე-8 თამაში იყო, რომელშიც მან უმაღლესი შეფასება მიიღო. არგენტინელიმა "სრულყოფილი" შეხვედრები მიმდინარე სეზონში კიდევ 7 გუნდთან ჩაატარა.

სევილია

"სევილია" პირველი გუნდი იყო, რომელსაც ტრავმიანობის შემდეგ დაბრუნებულმა მესიმ გაუტანა. არგენტინელისთვის ეს საჯარიმო ხაზს მიღმა გატანილი მე-100 გოლი აღმოჩნდა. ასევე, ჯარიმიდან გატანილი 43-ე გოლი. კატალონიელებმა იმ შეხვედრაში 4-0 იმარჯვეს და მესიმაც შეფასების კუთხით 10 ქულა მიიღო.

დორტმუნდი

ჩემპიონთა ლიგის ამ საკვანძო თამაშში მესიმ ერთი გოლისა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. არგენტინელი მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.

მალიორკა

დეკემბერში "მალიორკას" წინააღმდეგ მესიმ ჰეთ თრიქის შესრულება შეძლო. "ბარსელონამ" თამაში 5-2 მოიგო.

ვალიადოლიდი

"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მესიმ 2 გოლი გაიტანა, გააკეთა 2 საგოლე გადაცემა და "ბარსელონას" მიერ ამ შეხვედრაში გატანილი 5 გოლიდან 4-ში მონაწილეობა მიიღო. "ვალიადოლიდის" მწვრთნელმა არგენტინელის არაჩვეულებრივი თამაშის აღსაწერად აღნიშნა, რომ მესი ჩუტყვავილა იყო, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობდა.

ლევანტე

ლიონელ მესიმ "ლევანტესთან" დაპირისპირებაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ორივე "ბარსელონას" მომავალი ვარსკვლავის ანსუ ფატის მისამართით.

რეალ ბეტისი

"ბეტისთან" დაპირისპირება 2019/20 წლების სეზონის პირველი საგარეო შეხვედრა იყო, რომელშიც მესიმ 10 ქულა მიიღო. არგენტინელი "ბარსელონას" მიერ გატანილ სამივე გოლში მონაწილეობდა. ჯერჯერობით ეს დაპირისპირება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მან შეიძლება კატალონიელთათვის სეზონის ბედიც გადაწყვიტოს.

ეიბარი

ლიონელ მესიმ ესპანურ კლუბთან პოკერის შესრულება შეძლო. არგენტინელის მიერ კარის ჩარჩოში შესრულებული 5 დარტყმებიდან 4 გოლად იქცა.
აღსანიშნავია, რომ 2009/10 წლის სეზონის შემდეგ ლიონელ მესი ლა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშე 197-ჯერ გახდა. საშინაო ჩემპიონატებს შორის ეს საუკეთესო შედეგია. არგენტინელთან ყველაზე ახლოს "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ედენ აზარია. "ლურჯების" რიგებში იგი საუკეთესოდ 62-ჯერ აღიარეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 14 ივნისი 2020 17:21
    0
    ციტატა: Ronaldinhoko
    Da Messi ronaldinhos jarimebis shesrulebashi jobnis 😂😂gaitanos kidev 30 jarima rom daewios mainc

    30 არა 20 ყოფნის. თუმცა შორიდან რონალდინიო უფრო კარგად ურტყამდა
    Ronaldinhoko
    სტუმარი [?]
    #2 14 ივნისი 2020 16:32
    1
    Da Messi ronaldinhos jarimebis shesrulebashi jobnis 😂😂gaitanos kidev 30 jarima rom daewios mainc
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ივნისი 2020 15:46
    4
    ბრავო ლომო ვრავოო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued