ვისენტე მორენო: "ბარსელონაზე" სათანადო ზეწოლა ვერ მოვახდინეთ

ვისენტე მორენო: "ბარსელონაზე" სათანადო ზეწოლა ვერ მოვახდინეთ

"მალიორკას" მთავარი მწვრთნელი, ვისენტე მორენო, "ბარსელონასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მატჩის სტარტზე გაშვებულმა გოლმა მისი გუნდის ამოცანა გაართულა.

"უკვე მეორე წუთზე გოლი გავუშვით. თუ "ბარსას" სივრცეებს უთმობ, გამარჯვება რთული ხდება. რეალობა არის ის, რომ მათზე სათანადო ზეწოლა ვერ მოვახდინეთ. მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო.

მატჩის განმავლობაში მეტოქის კარს რამდენჯერმე დავემუქრეთ, იმაზე მეტად, ვიდრე მათ, მაგრამ შანსები გავანიავეთ. დრო რაც უფრო გადიოდა, ტაბლოზე მათი უპირატესობა იზრდებოდა, თამაშის შემოტრიალება კი უფრო და უფრო რთულდებოდა", - მის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

28 ტურის შემდეგ, "მალიორკა" მე-18 პოზიციას იკავებს და გასავარდი ზონის დატოვებას 1 ქულა აშორებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ივნისი 2020 19:45
    1
    ძალიან მინდა სეზონის ბოლოს ცხრილის სათავეში და ბოლოში ქ. ბარსელონას გუნდები იყვნენ.
    1. ბარსელონა
    20.ესპანიოლი
    Culé [?]
    #1 14 ივნისი 2020 14:54
    2
    სხვათაშორის ცუდად სულაც არ უთამაშიათ,მაგრამ ბარსა მაინც ბარსა