გრიზმანის ახალი კონკურენტი - მარტინ ბრეითუეიტი

გრიზმანის ახალი კონკურენტი - მარტინ ბრეითუეიტი

ლუის სუარესის დაბრუნება მარტინ ბრეუთუეიტისთვის ცუდის ნიშანი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, დანიელზე მეტად, ძირითადში ადგილის შესანარჩუნებლად ანტუან გრიზმანმა უნდა იბრძოლოს. როდესაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ სუარესი მინდორს დაუბრუნა, მან 120 მილიონ ევროიანი გრიზმანი შეცვალა და არა "ლეგანესიდან" დასახმარებლად გადმოყვანილი ბრეითუეიტი.

შეხვედრის პირველ ნახევარში გრიზმანი არც ისე ცუდად გამოიყურებოდა. ორ შემთხვევაში მან უკან დაიხია და დაცვას დაეხმარა. თუმცა "ბარსელონამ“ ფრანგი ფეხბურთელი შეტევის ხაზში სათამაშოდ იყიდა და არა დაცვაში.  როგორც ჩანს, გრიზმანი გუნდს ჯერ კიდევ ვერ შეეგუა. იძულებითი შესვენებიდან დაბრუნებულმა ფრანგმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს პერსპექტიული ვერაფერი შესთავაზა.

საპირისპიროდ, მარტინ ბრეითუეიტმა საკმაოდ ინტენსიური და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. დანიელმა გარკვეული სათამაშო სივრცე შექმნა არტურო ვიდალსა და ფრენკი დე იონგთან. იგი "მალიორკასთვის“ გაცილებით სახიფათო იყო, ვიდრე გრიზმანი. საბოლოოდ კი ბრეითუეიტმა "ბარსელონაში“ თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა.

მესისა და გრიზმანს შორის თითქოს რაღაც კავშირი იგრძნობოდა, თუმცა ეს გოლად არ ქცეულა. მსოფლიო ჩემპიონ ანტუან გრიზმანს კიკე სეტიენის გადაწყვეტილების მიმართ პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. იგი მზად უნდა იყოს, რომ მსგავსი უღიმღამო თამაშის შემთხვევაში, ლუის სუარესის შემცველი სწორედ თვითონ იქნება.

რამდენიმე კვირის წინ მარტინ ბრეითუეიტმა Goal-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ურუგვაელის დაბრუნება მისთვის საფრთხის შემცველი არ იყო და სურდა სუარესთან ერთად ეთამაშა კიდეც. დანიელმა "მალიორკასთან“ მატჩში ეს სურვილიც აისრულა და იმაზე კარგად გამოუვიდა, ვიდრე გრიზმანს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 ივნისი 2020 19:33
    4
    120 მილიონი 18-ის წინააღმდეგ.
    როგორ არ მინდოდა ამის მოყვანა და მაინც მოიყვანეს. ეს ჩოლოს სტილისგან ვერ გამოვიდა. ბარსაში ბურთს უნდა ეფერებოდე, უნდა ხატავდე. ეს კი მოვიდა ისეთი გუნდიდან სადაც დორბლიანები ნაჯახებით და ცელით დარბიან.
    Culé [?]
    #5 14 ივნისი 2020 18:48
    1
    გრიზმანისგან განსხვავებით ორივეს (მესი , სუარესი) მშვენივრად შეეწყობა თამაშში ეტყობა უკვე შეცვლაზე საუკეთესო ვარიანტია ვინგერი მაინც უპირობოდ გვჭირდება ფატის უნდა მისცეს დრო ლეგანესთან მაინც
    ფანი [?]
    #4 14 ივნისი 2020 16:21
    5
    ესეთი საიმედო ზამენა პედროს მერე არ ყოლია გუნდს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ივნისი 2020 15:45
    10
    თავის საქმეს მშვენივრად ვრად ასრულებს მარტინი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 14 ივნისი 2020 15:18
    22
    ლაუტარო არ გვჭირდება, ასეთი მოტივირებული ბიჭები უფროო ითამაშებენ კლუბისთვის ვიდრე, ისინი ვისშიც მილიონებია გადაყრილი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
    Culé [?]
    #1 14 ივნისი 2020 14:49
    6
    ალბათ ფრიზი გაიყიდება,ვერ შეეწყო ბარსას,ნამდვილად არა ცუდი ფეხბურთელი,ალბათ უფრო ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.