ტერ შტეგენის ისტორიული შედეგი

"მალიორკასთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა რამდენიმე რეკორდი დაამყარეს. ლეო მესი ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 20 გოლი ზედიზედ 12 სეზონში გაიტანა; სერხიო ბუსკეტსმა კი კრიშტიანუ რონალდუს მიღწევა გაიმეორა.
სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta ხაზს კიდევ ერთი "ბარსელონელის" მიღწევას უსვამს. საუბარია მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე, რომლის პასების 94%-იც ზუსტი გამოდგა (68-დან 64). ლა ლიგაში, მეკარეს ასეთი მაჩვენებელი მინიმუმ 2005/06 წლების სეზონის შემდეგ არ დაუფიქსირებია. ეს სწორედ ის სეზონია, როდესაც მსგავსი სტატისტიკის დათვლა დაიწყო. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერ შტეგენის შედეგი ისტორიაში საუკეთესო დაფიქსირებული მაჩვენებელია.
არ უნდა დავივიწყოთ არც ის, რომ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, ტერ შტეგენის აქტივში 2 საგოლე გადაცემაა, რაც, რა გასაკვირია, მეკარეებში საუკეთესო შედეგია.
გუშინდელი მატჩის სხვა საინტერესო სტატისტიკური მონაცემები.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]