იმ დღეს დიდხანს ველოდი, როდესაც პირველ გოლს გავიტანდი და, აი, ისიც - ბრეითუეიტი

კორონავირუსის გამო აღებული პაუზის შემდეგ 98-დღიანი უქმობა "ბარსელონამ" "მალიორკასთან" მოგებით დაასრულა (4-0). ერთ-ერთი გოლის ავტორი მარტინ ბრეითუეიტი აღმოჩნდა, რომელმაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურში სადებიუტო გოლი გაიტანა.
"იმ დღეს დიდხანს ველოდი, როდესაც პირველ გოლს გავიტანდი და, აი, ისიც. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სეზონის ამგვარი სტარტით განახლება იყო. მოგებით ბედნიერები ვართ და გზა ასე საკუთარ თავებში დარწმუნებულებმა უნდა განვაგრძოთ.
პაუზის დროს ბევრი ვიშრომე და ვიმედოვნებდი, რომ მეტოქის კარის აღებას შევძლებდი - შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.
გულშემატკივრების გარეშე შეხვედრის ჩატარება უცნაური გრძნობა იყო, თუმცა ესაა, რაცაა და სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ.
მომდევნო მატჩი "ლეგანესის" წინააღმდეგ გვაქვს და, რა თქმა უნდა, ჩემთვის განსაკუთრებული დაპირისპირება იქნება, რადგან იქ ბევრ ადამიანს ვიცნობ. მიუხედავად ამისა, ეს ფეხბურთია და ბრძოლა ჩემპიონობისთვის მიდის", - აცხადებს მარტინი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]