დე იონგმა მცირე დისკომფორტი იგრძნო - კიკე სეტიენი

  • 14-06-2020, 02:49
  • დე იონგმა მცირე დისკომფორტი იგრძნო - კიკე სეტიენი

    ლა ლიგის 28-ე ტურის წარმატებით დასრულების შემდეგ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი ჟურნალისტებთან საუბრობს:

    "ვეცდებით, რომ ყველა ფეხბურთელი ფოკუსირებული მხოლოდ თამაშზე იყოს. მატჩის წინ მათ თავი მზად უნდა იგრძნონ.
    ლუის სუარესი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. სეზონის ამგვარი განახლება როგორც მისთვის, ისე მთელი გუნდისთვის აუცილებელი იყო. ურუგვაელისგან ბევრად ნაკლებს მოველოდით, რადგან დიდი ხანი არ ჰქონდა ნათამაშები. 

    დე იონგმა მცირე დისკომფორტი იგრძნო, თუმცა სერიოზული არაფერი ჩანს.

    დღეს გადავწყვიტე, არტურო ვიდალი სასტარტო თერთმეტეულში დამეყენებინა, თუმცა "ლეგანესთან" სხვა შემადგენლობით გამოვალ. ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს. 

    რონალდ არაუხომ დიდებული თამაში გვაჩვენა, ბრეითუეიტისათვის კი გატანილი გოლი მნიშვნელოვანი იყო.

    "მალიორკას" სათამაშო მომენტები მივეცით, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენი ჩატარებული პერფორმანსით კმაყოფილი ვარ", - აცხადებს თავკაცი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    14 ივნისი 2020 12:12

    ციტატა: M10 S9 D11
    იმედია ტრამვა არ აიკიდა და ლეგანესთან გვეყოლება

    ტრამვაც რომ არ იყოს ლეგანესთან უნდა დაასვენოს ჩემი აზრით, ფრენკის გარეშეც მოვუგებთ ლეგანესს და შემდეგ უფრო რთული მატჩები გველის და იქ ძაან დაგვჭირდება ფრენკი...ლეგანესთან ნეტო კარში და ტერშტეგენი ფრენკის ადგილას კაცმა 64 ზუსტი პასი გააკეთა გუშინ 😂

    3
    --------------------
    Forca Barca!!!
    გასულია
    Pique_3 წევრი [?]

    14 ივნისი 2020 11:34

    რაც ბარსელონაში გადმოვიდა ფრენკი,ეს მისი საუკეთესი მატჩი იყო❤

    2
    გასულია
    BEQA BARCA ფანი [?]

    14 ივნისი 2020 11:09

    რომ არა ფრენკი პირველი გოლი არ გავიდოდა. ისე ალბამაც როგორ ზისტად დაუჯინა თავზე ვიდალს.

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    14 ივნისი 2020 08:29

    ძაან მაგარი იყო ფრენკი.

    4
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    14 ივნისი 2020 08:03

    იმედია ტრამვა არ აიკიდა და ლეგანესთან გვეყოლება

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    philipe coutinho ფანი [?]

    14 ივნისი 2020 07:04

    იმედია სერიოზული არაფერია

    3
    --------------------
    Forca Barca!!!
    პარტნიორები
    Flashscore.ge