მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დასახელდა

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დასახელდა

დიდხნიანი პაუზის შემდეგ "ბარსელონა" საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა და "მალიორკა" სტუმრად 4-0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ლიონელ მესი დასახელდა. არგენტინელმა შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესის ანგარიშზე უკვე 20 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

არგენტინელთან ერთად მასპინძელთა კარის აღება არტურო ვიდალმა, მარტინ ბრეითუეიტმა და ჟორდი ალბამ შეძლეს. "მალიორკასთან" გამარჯვებით "ბარსელონამ" აქტივში 3 ქულა ჩაიწერა და "რეალთან" სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 14 ივნისი 2020 08:31
    3
    ლეგანესთან ჰეთთრიკს ველი მეფისგან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ივნისი 2020 08:02
    3
    იდეალურად დაბრუნდა მეფე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued