ანტონიო კონტე ლაუტაროს დარჩენისკენ მოუწოდებს

ანტონიო კონტე ლაუტაროს დარჩენისკენ მოუწოდებს

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ლაუტარო მარტინესის გადაბირებას ცდილობს.

22 წლის ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, "ბარსას" წევრი გახდება, თუმცა, როგორც იტალიური გუნდის გარემოცვა მიიჩნევს, "ნერაძური" სატრანსფერო ფასის შემცირებას არ აპირებს.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ლაუტაროს ყოველდღიურად ესაუბრება. ვარჯიშებსა და სხვადახვა სპორტულ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში იტალიელი სპეციალისტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ არგენტინელი "ინტერში" დარჩენის შემთხვევაში არსებულ უპირატესობებში დაარწმუნოს.

კონტე იაზრებს, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მიადგეს ლაუტაროს დაკარგვით მილანელთა ახალგაზრდულ პროექტს.

22 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 ივნისი 2020 11:57
    0
    და გუშინ რა გააკეთა, მაგ მომავალმა ბომბარდირმა? ნაპოლისთან სახლში ვერ მოიგეს და თასიდან გავარდნენ. სანჩესის შესაცვლელი გახდა იმ სანჩესის ბარსაში რო ვერ ივარგა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ივნისი 2020 00:51
    0
    პირველი წინადადება რა გამართულად წერია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ივნისი 2020 22:59
    0
    დაუჯერე კონტენ დაუჯერე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued