"სელტასთან", "ატლეტიკოსთან" და "ვილიარეალთან" გასამართი მატჩების თარიღები ცნობილია

ლა ლიგამ კლუბებს 32-ე, 33-ე, და 34-ე ტურების თარიღები უკვე გააცნო. მომავალი შეხვედრების ზუსტი დრო ტემპერატურის დადგენის შემდეგ გაოფიციალურდება.
32-ე ტურში "ბარსელონა" "ბალაიდოსზე" "სელტას" წინააღმდეგ შეხვედრას, შაბათს, 27 ივნისს ჩაატარებს. სავარაუდოდ, ესპანეთის დროით 14:00 ან 17:00-ზე. გალისია პირენეს ნახევარკუნძულზე ტემპერატურის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გრილი მხარეა.
ვიგოში ვიზიტიდან 3 დღის შემდეგ კატალონიელები მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებენ. 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი 30 ივნისს გაიმართება, სავარაუდო დროდ კი 22:00 არის მიჩნეული.
34-ე ტურში "ბლაუგრანა" "ვილიარეალს" დაუპირსპირდება. შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება, სავარაუდო დრო ცნობილი ჯერ არაა.
დარჩენილი 4 შეხვედრის თარიღები ცნობილი ორი ტურის შემდეგ გახდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]