რამდენიმე საათი პირველ თამაშამდე - რას ველოდებით "ბარსელონასგან"?

რამდენიმე საათი პირველ თამაშამდე - რას ველოდებით "ბარსელონასგან"?

რამდენიმე საათში "ბარსელონა", 3-თვიანი პაუზის შემდეგ, პირველ მატჩს გამართავს. "ბლაუგრანა", ლა ლიგის 28-ე ტურში, "მალიორკას" დაუპირისპირდება.

Tribuna გვთავაზობს იმ მთავარ 5 ფაქტორს, რომლებსაც "მალიორკასთან" თამაშში კატალონიური კლუბისგან ველოდებით:

კიკე სეტიენის ადაპტაცია

61 წლის სპეციალისტმა შუა სეზონში ფიზიკურად და მორალურად დაცემული გუნდი ჩაიბარა. აშკარა იყო, რომ სეტიენს ადაპტაციისთვის დიდი დრო არ ჰქონდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა.

"ბარსელონამ" ვარჯიში 8 მაისს განაახლა. "ბლაუგრანას" მოსამზადებლად ერთი თვე ჰქონდა. სეტიენი უთამაშებლობაზე წუხდა, თუმცა ეს, შესაძლოა, სასარგებლოც კი იყო. კიკეს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ გუნდისთვის სრულად გაეცნო ის ყველაფერი, თუ რისი ხილვა სურს მოედანზე.

ვიცით, რომ სეტიენის გუნდებს ბრწყინვალედ თამაში შეუძლიათ. "ბარსელონას" წახალისება სჭირდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს შედეგიც, რომელიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემპიონატის მოსაგებად 11 გადამწყვეტი შეხვედრა დარჩა.

ლიონელ მესის მაგია

კატალონიელთა ლიდერი იმაზე მოტივირებული დაბრუნდა, ვიდრე ოდესმე, რაც ვარჯიშებზე შესამჩნევია.

32 წლის ფეხბურთელმა სეზონი ტრავმით დაიწყო, რის გამოც იგი იძულებული გახდა, საქმეში უფრო გვიან ჩართულიყო. ამასთანავე, რამდენიმე მატჩში აშკარა იყო, რომ ის ტკივილებით თამაშობდა.

ლეოს კარანტინის პერიოდში საშაულება ჰქონდა, სათანადოდ გამოჯანრთელებულიყო. თუ მომდევნო 11 შეხვედრაში მესის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ, "ბარსას" ტიტულის მოგებაში პრობლემები არ შეექმნება.

ლუის სუარესის დაბრუნება

ერთ-ერთი ის ფეხბურთელი, რომლის თამაშიც გულშემატკივრებს ყველაზე მეტად მოენატრათ, ლუის სუარესია. ურუგვაელმა ოპერაცია იანვარში გაიკეთა და მას შემდეგ იგი მოედანზე არ გამოჩენილა. კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ ლუისმა "მალიორკასთან", შესაძლოა, ძირითადში ითამაშოს, მაგრამ ის სრული 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა.

პანდემიამდე სუარესის დაბრუნება მაისში იგეგმებოდა. რომ არა კარანტინი, კატალონიელთა შემტევს სეზონის დიდი ნაწილი გაუცდებოდა.

33 წლის ფეხბურთელი კვლავ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. როდესაც მესის ტრავმა ჰქონდა, "ბარსელონას" შეტევას სწორედ სუარესი ლიდერობდა. მან 24 მატჩში მონაწილეობა 25 გოლში (14 ბურთი, 11 ასისტი) მიიღო. იანვრის შემდეგ პირველად ვიხილავთ ლეოსა და ლუისის ლეტალურ დუეტს და რას უნდა ველოდოთ მათგან, თუ არა უამრავ გოლს?

როტაციები და ახალგაზრდა ფეხბურთელები

"ბარსელონას" მომდევნო 10 დღეში 4 თამაშის ჩატარება მოუწევს, რაც ნებისმიერი გუნდისთვის დიდი გამოწვევაა. ვარჯიშის განახლების შემდეგ, ჩანს, რომ კიკე სეტიენი "ბარსას ბ-ს" 6 ფეხბურთელს ნდობას უცხადებს. ესენი არიან: ინიაკი პენია, რონალდ არაუხო, მონჩუ, რიკი პუჩი, ანსუ ფატი და ალექს კოლიადო.

რთული კალენდრის გათვალისწინებით, სეტიენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო დრო უნდა მისცეს. უფრო მეტიც, ახლა ლა ლიგაში შესაძლებელია 5 ცვლილების გამოყენება, რასაც ესპანელმა სპეციალისტმა, ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს.

ამასთანავე, მოედანზე მეტი დროის გატარების კარგი შანსი აქვს ჟუნიორ ფირპოს, რომლის საუკეთესო ვერსიაც ჯერ არ გვინახავს.

არტური

"მალიორკასთან" გასამართი შეხვედრა, შესაძლოა, ბრაზილიელის კარიერაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ბოლო დროს "იუვენტუსის" 23 წლის ნახევარმცველით დაინტერესების შესახებ ბევრი იწერება. გავრცელებული ცნობებით, ტურინელები გეგმავენ, ფეხბურთელს ძალიან მიმზიდველი კონტრაქტი შესთავაზონ.

თუ არტური ძირითადში არ ითამაშებს, ეს აშკარა ნიშანი იქნება იმისა, რომ იგი კატალონიელების გეგმებში არ შედის. იმისათვის, რომ ფეხბურთელმა საუკეთესო თამაში აჩვენოს, მას კლუბი და მწვრთნელი უნდა დაეხმაროს. თუ არტური მხარდაჭერას არ მიიღებს, სავარაუდოდ, მისი და "ბარსელონას" გზები გაიყოფა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 13 ივნისი 2020 23:03
    0
    რასაც ვხედავდით იმას :დ
    --------------------

    ForçaBarça
    ფანი [?]
    #3 13 ივნისი 2020 21:13
    3
    დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ პირველად ვწერ კომენტარს, იმედია გახსოვართ, ძალიან მოწყურებული ვარ ბარსელონას თამაშის ხილვას, დიდი სურვილი და იმედი მაქვს რომ , კიკე და კამპანია იმედებს არ გამიცრუებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივნისი 2020 20:21
    5
    ციტატა: M10 S9 D11
    რას ველოდებით და მოგებას მოგებას დიდი ანგარიშით და რაც მთავარია ხარისხიან თამაშს ნუ შეძლებისდაგვარად რახან პირველი მატჩია მაგ მხრივ ლიჩნად მე კრიტიკული ნაკლებად ვიქნები

    ნეტავ ერთით ნოლი მოიგონ, ვაბშე ყველა დარჩენილი შეხვედრა 1-0 მოიგონ, ჩემპიონატშიც და ლიგაზეც. არ მინდა ამათი სილამაზე წელს, ტიტულებია მთავარია. მომავალ წელს კი ბატონო ააწყოს ახალი გუნდი, სეტიენი იქნება თუ ხავი ვისაც უნდა, რომელიც ლამაზად ითამაშებს და ბევრ ბურთებს გაიტანს. ისე კაი იქნება თუ ლეო ყველა თამაშში გაიტანს(თუნდაც თითოს), მაშინ ოქროს ბურთი განაღდებული იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 ივნისი 2020 19:59
    3
    რას ველოდებით და მოგებას მოგებას დიდი ანგარიშით და რაც მთავარია ხარისხიან თამაშს ნუ შეძლებისდაგვარად რახან პირველი მატჩია მაგ მხრივ ლიჩნად მე კრიტიკული ნაკლებად ვიქნები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued