ფილიპე კოუტინიოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

ფილიპე კოუტინიოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

დღეისათვის "ბარსელონას" ის ფეხბურთელი, რომლის მომავალიც ყველაზე მეტად გაურკვეველია, ალბათ, ფილიპე კოუტინიოა.

კოუტინიო, რომელიც გუშინ 28 წლის გახდა, მიმდინარე სეზონს იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" ატარებს. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ "რეკორდმაისტერი" ბრაზილიელ ვარსკვლავს არ გამოისყიდის, "ბარსელონას" კი მისი დაბრუნება არ სურს. კატალონიელები ფილიპეს გაშვებას აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კოუტინიოს ყველაზე მეტი მსურველი ინგლისიდან ჰყავს, იმ ქვეყნიდან, სადაც ბრაზილიელმა ნახევარმცველმა იმედები ყველაზე მეტად გაამართლა. ცნობების მიხედვით, ფილიპეთი "არსენალი", "ნიუკასლი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებიან, Le10Sport-ის ცნობით კი, ახლა მათ "მანჩესტერ სიტიც" შეუერთდა.

ფრანგი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ კოუტინიო "ბლაუგრანას" ლეგენდასა და "ქალაქელების" ახლანდელ მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას ძალიან მოსწონს. იგი 49 წლის სპეციალისტისთვის მეტად საყურადღებო ფეხბურთელია.

იმავე წყაროს ინფორმაციით, კოუტინიოს აგენტს, კია ჟორაბჩიანს, უახლოეს დღეებში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, თუმცა უცნობია, შეხვდება თუ არა ის "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჩელსიმ" ფილიპე კოუტინიოზე უარი მისი მაღალი სატრანსფერო ფასისა და ხელფასის გამო თქვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 13 ივნისი 2020 21:46
    2
    დე ბრუინში გაუცვალონ და 50 მილიონი დაამატონ ზემოდან. თუ დე ბრუინს სიტიდან წასვლა უნდა გამოვა ეს ტრანფერი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ივნისი 2020 20:25
    3
    ციტატა: M10 S9 D11
    დე ბრუინში გაუცვალეთ სიტის

    კარგი იყო! მადლობა რო ცოტა გამახალისე. მაგრამ დე ბრუინი ცოტა არაა კოუში? ვინმე რო დაგვიმატონ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივნისი 2020 19:26
    0
    დე ბრუინში გაუცვალეთ სიტის
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 13 ივნისი 2020 19:18
    1
    ეს თუ სიტიში გავუშვით მაშინ ნემო 100% ჩვენია
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆