კიკე სეტიენი "მალიორკასთან" მატჩის წინ

კიკე სეტიენი "მალიორკასთან" მატჩის წინ

ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე კატალონიის "ბარსელონა" პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურში "მალიორკას" დაუპირისპირდება.

ხსენებულ შეხვედრამდე "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა პრესკონფერენცია გამართა.

კორონავირუსი

"მინდა, კორონავირუსით დაზარალებულ ოჯახებს თანადგომა გამოვუცხადო. მოულოდნელობის სამყაროში ვცხოვრობთ, რადგან არ ვიცით, როდის რა შეგვემთხვევა."

ნელსონ სემედუს სანქცია 

"ჯერ არ გადამიწყვეტია, პორტუგალიელს ვათამაშებ თუ არა. მის მიერ პროტოკოლის დარღვევის შესახებ არ ვიცოდი. ნელსონ ვესაუბრე და მომიბოდიშა, მიხვდა, რომ უბრალოდ შეცდომა დაუშვა."

უმტიტის მდგომარეობა

"ცდილობდა, რომ 100%-ით მზად ყოფილიყო, თუმცა ლოგიკურია, რომ ჩვენ რიტმთან ფეხის აწყობა უჭირს."

ჩემპიონთა ლიგის მატჩის "კამპ ნოუზე" არ ჩატარება

"დაზუსტებით არაფერი ვიცით, თუმცა "ნაპოლის" წინააღმდეგ ნეიტრალურ მოედანზე თამაში დაგვაზარალებს. თუ ასე მოხდა, გადაწყვეტილებას შევეგუებით."

ლუის სუარესის მდგომარეობა

"ურუგვაელი შემტევი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს, თუმცა მთელ მატჩს ვერ ითამაშებს. თავს კი კარგად გრძნობს, თუმცა 5-თვიანი უქმობის შემდეგ, საუკეთესო ფორმის აღსადგენად დრო დასჭირდება."

არტურ მელოს სიტუაცია

"მართალია, რომ სატრანსფერო ბაზრის შესახებ ვისაუბრეთ, თუმცა ბევრიც არა. ნათელია, რომ ჩემი გუნდის წევრებზე დიდ იმედებს ვამყარებ და ყველა მათგანი მჭირდება. სპეკულაციებს ვერ ავყვები."

არტურ მელოს მენტალური და ფიზიკური პრობლემები

"ბრაზილიელს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რაც კარგად გადალახა. შესვენება მისი კოჭისათვის სასარგებლო აღმოჩნდა. ის დიდებული ფეხბურთელია."

"რეალზე" ადრე თამაში

"ჩემთვის არჩევნის საშუალება რომ მოეცათ, კვლავაც მათზე ადრე თამაშს ავირჩევდი. მოწინააღმდეგის წაგების მოლოდინში ყოფნას, მირჩევნია, ჯერ მე ვითამაშო. იქნება თუ არა ეს წნეხი მადრიდელთათვის? შესაძლოა. ვერ გეცოდინება, ამას რა გავლენა ექნება. ჩვენი უპირველესი მიზანი ახლა "მალიორკასთან" მოგება და ლა ლიგაში უპირატესობის შენარჩუნებაა."

ლიონელ მესის მდგომარეობა

"არგენტინელმა სავარჯიშო სესიები იდეალურად ჩაატარა. თავს კარგად გრძნობს."

5 ცვლილების შესახებ

"არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილებამ პრობლემები შექმნას. შესაძლოა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები იქონიოს."

სიტუაციის გაუმჯობესება

"მართალია, რომ გარკვეული ასპექტების გამოსწორება გვჭირდება. გეგმების შესამუშავებლად და მდგომარეობის გასაანალიზებლად საათებს ვხარჯავთ. ცვლილებები როგორც დაცვაში, ისე შეტევაშია გასაკეთებელი - ბევრი ვარიანტი განვიხილეთ და კარგ დასკვნამდე მივედით."

სათადარიგო მოთამაშეები

"სარეზერვო გუნდიდან 6-7 ფეხბურთელი ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა. სათადარიგოთა სკამისათვის 23 მოთამაშე გვყავს, რომლებიც სათამაშო დროს ყოველთვის მიიღებენ."

11 მატჩი 29 დღეში

"მოთამაშეებმა საკუთარი დოზა იციან. თუ თავს რისკის ქვეშ იგრძნობენ, ამას პირველები გაახმაურებენ. ჩემს ფეხბურთელებს სავსებით ვენდობი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 12 ივნისი 2020 21:46
    3
    ლამაზ კამპნოუს თავზე ვევლები,
    მოედნის ირგვლივ ყეფენ ქარები,
    დაბლა ჯერ კიდევ თვლემენ ველები
    მკაცრი სიბნელით და მდუმარებით


    შენც გაიღვიძებ და ამღერდები
    გახარებულო, ჩემო კამპნოუ,
    შენი მოედნით და კულეებით
    იტყვი სიმღერას სასიქადულოს.
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ივნისი 2020 21:36
    2
    აბა ჰე კიკე მოხოდე ბიჭები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 12 ივნისი 2020 21:35
    1
    რაღაცით განსხვავდება ეს რამოდენიმე დღე ,
    მეც ამ სხვანაირ გრძნობას თითქოსდა მივენდე.
    ეს ხომ ბარსაა სხვემს ხომ არ ჰგავს,ვერვის შევადარე
    და ის ჩემს გულში თურმე მე ვატარე.
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆