MD: "ბარსა" კოუტინიოს აგენტს მომავალ კვირას შეხვდება

MD: "ბარსა" კოუტინიოს აგენტს მომავალ კვირას შეხვდება

ფილიპე კოუტინიო, "ბარსას" სატრანსფერო ბაზრის ჯოკერია. მთელი საბაზრო ბიუჯეტი, მის შესაძლო ტრანსფერზეა აგებული და უნდა ითქვას, რომ ბრაზილიელს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, კვლავინდებურად მაღალი ფასი აქვს.

როგორც კოუტინიოს აგენტმა, კირა ჯურაბჩიანმა განაცხადა, ფილიპეს რამდენიმე ვარიანტი აქვს და თავად გადაწყვეტს, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

"ბარსას" ხელმძღვანელობა და ფეხბურთელის აგენტი, მომდევნო კვირას შეხვდებიან, იმისათვის, რომ კოუტინიოს ბედი გადაწყვიტონ, გაიგონ თავად ბრაზილიელის სურვილი და შეთანხმდნენ ოპტიმალურ ვარიანტზე.

კიკე სეტიენს რომ საკმარისი ავტორიტეტი ჰქონდეს, მის დარჩენაზეც ჩამოვარდებოდა სიტყვა, მაგრამ კიკეს ჯერჯერობით, არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია.

კოუტინიოში კლუბმა 145 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა ბრაზილიელის ფასი, 80 მილიონია და თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც "ბარსას" სურს, ინგლისური კლუბებისგან, ამ თანხას მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 12 ივნისი 2020 13:28
    3
    ამაში იმხელა თანხაა გადახდილი, რომ ამ კრიზისის დროს ეს გაამართლებს თუ არა ამას უკვე არავინ აცდის. რომ დააბრუნონ და კიდევ ჩაისვაროს ლივერპულისთვის ბონუსები ექნებათ გადასახდელი. ამას დამატებული ხელფასი 12 მილიონი და 1 წელიწადში დაახლოებით 30-32 მილიონის გადაყრა არავის უნდა. ურჩევნიათ თუნდაც 70 მილიონად გაყიდონ და ის ფული სხვა რამეში გამოიყენონ. თანაც არც მას უნდა ბარსაში დაბრუნება. ჩემზე რომ იყოს მეც გავყიდდი. ბარსაში ეს ვერაფერს იზამს და მეეჭვება სადმე რამე ქნას. ესპანიოლი, ინტერი, ბარსა, ბაიერნი, არსად არაფერი განსაკუთრებული. ერთადერთი ლივერპულში გამოანათა, წამოვიდა იქედან და ვსიო, იგივე კოუტინიო მივიღეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ივნისი 2020 13:17
    1
    იმედია დატოვებენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 12 ივნისი 2020 13:07
    0
    Es lautaros ro miachemdit da arc gamodis tu maincdamainc napi gindat maxi gomesi mouyvanet suas, urugvaieli aris isic, espanetshi adaptirebulia da arc unicho igrokia, dadgeba kargi napadayushi mag bichisgan.