მწვრთნელის ცვლილების შემდეგ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ - დე იონგი

მწვრთნელის ცვლილების შემდეგ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ - დე იონგი

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი ლა ლიგის განახლებაზე საუბრობს.

"დაბრუნება კარგი გრძნობაა. პაუზის დროს ნიდერლანდებში წავედი, სადაც უფრო მეტ რამეს ვაკეთებდი, ვიდრე ესპანეთში. ახლა კი, მოხარული ვარ, რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. სტრესი? არა, სეზონის განახლებას ველით. სიტუაცია ძალიან განსხვავებულია, რადგან მსგავსი რამ ფეხბურთში არასდროს მომხდარა. ორ დღეში თამაში გვაქვს, რაც რთული იქნება.

Covid-19-ის გამო გამოწვეულ პაუზამდე პრიმერა დივიზიონის ცხრილში პირველი ადგილი დავიკავეთ, თუმცა საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით, იგივე შეიძლება "რეალზეც" ითქვას. ვფიქრობ, მწვრთნელის ცვლილების შემდეგ თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ. გუნდი ვითარდება და მჯერა, რომ უკეთესები დავბრუნდებით, ვიდრე სეზონის შეწყვეტამდე ვიყავით.

რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარე, თუმცა საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის შეხვედრებიც მქონდა. ცუდი პერიოდი გამოვიარე, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან ცუდად არასდროს მითამაშია.

ლუის სუარესის დაბრუნებით მოხარული ვარ. ურუგვაელი ვარჯიშებზე შთამბეჭდავი გახლდათ და დასაბრუნებლად მზადაა. მისი როლი და გავლენა შეუფასებელია. "ელ პისტოლეროს" სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია. ეჭვგარეშეა, რომ სუარესი მსოფლიო დონის ფეხბურთელია", - ციტირებს დე იონგის სიტყვებს Mundo Depotivo.

შეგახსენებთ, სეზონის კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, ხსენებული შეხვედრა 13 ივნისს, თბილისის დროით, 23:55 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 12 ივნისი 2020 09:06
    2
    მთავარია ვალვერდე გალანძღა და დებილივით მხარდაჭერა არ გამოუცხადა,ბრავო ფრენკ👏👏❤❤ ლამის წამებულად რო შერაცხეს გაგდების შემდეგ,არადა მაგან ისე გვაწამა 2-ჯერ რო უარესი ჯოჯოხეთშიც არ იარსებებს.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 ივნისი 2020 01:23
    2
    ციტატა: mesi 911
    ბარსას თამაში გავა უნივერსალზე ???

    კი
    [?]
    #6 12 ივნისი 2020 00:47
    3
    არადა იმენა ფრენკი გაცილებით უკეთესი ვალვერდეს დროს იყო. უფრო დაცვითI ფუნქციები ქონდა რაშიც უკეთესია. სეტიენმა მეტი შეტევა დაავალა და აშკარად მეტოქის საჯარიმოსთან კარგი ვერაა. ცალკე არტურიც კარგი მოთამაშეა და ფრენკიც მარა ნახევარდაცვა მაინც ძალიან სუსტია ჯამში იმიტო რო შეტევაში არიან სუსტები. ბურთს ხეტაფესთან კამპ ნოუზე მეც დავიჭერ. საჯარიმოსთან ვერ მოქმედებენ კარგად და კრეატივი არ ჩანს. იშვიათად თუ გააკეთებენ კარგ პასებს როცა ორივეს ძალიან ბევრი შეუძლია. თამაშის ხარისხი კიდე გაუარესებულია აშკარად. დაცვაც განულდა. ამათ განვითარებისთვის კარგი მწვრთნელი უნდათ, სეტიენი კიდე ეგეთი არაა, არც ვალვერდე იყო, ამიტომაცაა რო პროგრესის ნატამალი არ აქვთ ამას და არტურს. პეპი აქამდე მაგრად მოხოდავდა ორივეს. იმედია ჩავიც იზამს მაგას. მთავარია ამ მოსყიდულმა მტრებმა არტური არ გაყიდონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 ივნისი 2020 00:35
    1
    უუ სად უკბინა ვალიკოოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #4 12 ივნისი 2020 00:12
    0
    ბარსას თამაში გავა უნივერსალზე ???
    Culé [?]
    #3 12 ივნისი 2020 00:12
    4
    ჩემი ღლე გააუმჯობესეთ. ვალენსიასთან და რეალთან ასეთ უსახურ ფეხბურთს ვალვერდეც არ კადრულობდა. ამას ეჯავრება ვალოდია ერთხელ რო მიასხა პრესკონფერენციაზე. ბოდიშით ცენზურის დარღვევისთვის
    Culé [?]
    #2 12 ივნისი 2020 00:11
    1
    რაღააცა მკვდარი ტრანფერული სეზონია 12 ივნისია და ჯერ კაი ტრანსფერიც კი არ გაკეთებულა. ჭორებიც ნაკლებადაა
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    Culé [?]
    #1 11 ივნისი 2020 23:46
    3
    შენ რაღაც ძაან ულოკავ ამ მეძროხეს და ვალიკოს აკრიტიკებ ხშირად
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა