რობერტო, კინაღამ თავი მომაგლიჯე: კარლეს პუიოლმა "ელ კლასიკოს" ერთ-ერთი მომენტი გაიხსენა [ვიდეო]

რობერტო, კინაღამ თავი მომაგლიჯე: კარლეს პუიოლმა "ელ კლასიკოს" ერთ-ერთი მომენტი გაიხსენა [ვიდეო]

თანამედროვე ფეხბურთში ძველ დროსთან შედარებით ბევრი რამ გვაკლია. განსაკუთრებით კი ის სათამაშო ვნება, რომლებიც წინა თაობის ფეხბურთელებს გააჩნდათ.

ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი "ბარსელონას" კაპიტანი, კარლეს პუიოლი, იყო.

ლეგენდარული "ბლაუგრანელი" საფეხბურთო მოედანზე უშიშარი, გუნდის მუდმივი მოტივატორი და კაპიტნის ნამდვილი ეტალონი იყო. ამის დასადასტურებლად ბევრი ეპიზოდის გახსენება შეგვიძლია, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი კარლესმა სწორედ თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.

"დღეს ეს ვიდეო ვიპოვე, აქამდე ეს მომენტი ამ რაკურსით არ მინახავს... რობერტო, კინაღამ თავი მომაგლიჯე, მეგობარო," ასე დაასათაურა კარლესმა ის ეპიზოდი, როდესაც რობერტო კარლოსის დარტყმული მან კარის ხაზიდან გამოიტანა.

[media=https://www.instagram.com/p/CBIdf94I426/?utm_source=ig_embed]

ალბათ, ცოტა ფეხბურთელი თუ გაგახსენდებათ, რომელიც ცარიელი კარის ხაზზე დგას და რობერტო კარლოსის მარცხენა ფეხით დარტყმულს ელოდება, რათა თავით მოიგერიოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ივნისი 2020 15:18
    1
    შახტიორთან მახსოვს, კარი ცარიელი იყო და თავდამსხმელის დარტყმული, ნახტომში მკერდით მოიგერია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 ივნისი 2020 00:33
    2
    სუიციდზე წავიდა მასტი 😂😂😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 12 ივნისი 2020 00:15
    0
    ჯონსმა რომ თავი შეუყო ჟირუს ეგ გამახსენდა. მარა ჯონსმა ღლეობა ქნა ამან კიდე გუნდი გადაარჩინა 🤣
    ფანი [?]
    #1 11 ივნისი 2020 23:45
    7
    სღ პუიოლ ეს რა კაი რამე ქენი. ისე ლენგლე რაღაცით ამას ჰგავს ბოლომდე იხარჯება და შეუძLია თავისი ორგანოები დატოვოს კამპ ნოუზე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა