რივალდო სეტიენს აკრიტიკებს - მისი მიზეზები სრულიად უაზროდ მიმაჩნია

რივალდო სეტიენს აკრიტიკებს - მისი მიზეზები სრულიად უაზროდ მიმაჩნია

კორონავირუსის გამო აღებული პაუზის შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგაში 5 ცვლილება დაამტკიცა. აღნიშნული ფაქტი "ბარსელონას" მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა კლუბისათვის საზიანოდ მიიჩნია.

ხსენებულ განცხადებას "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, რივალდო ეხმაურება და მთავარ მწვრთნელს აკრიტიკებს.

"არ მიმაჩნია, რომ 5 ცვლილებით რომელიმე კლუბს უპირატესობა მიეცემა და რომელიმეს - არა. რეალურად, ამან, შესაძლოა, ყველასათვის დადებითი ეფექტი იქონიოს. კარანტინის შემდეგ ყველა მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება, ცვლილებები კი მათ დასვენების საშუალებას მისცემს. 

ამის გამო, მწვრთნელები შემადგენლობებს მარტივად განაახლებენ და მჯერა, რომ ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის.

კიკე სეტიენის განცხადებას არ ვეთანხმები, რადგან "ბარსელონას" მოედანზე სათამაშოდ 90 წუთი აქვს და უნდა ეცადოს, რომ უპირატესობა შეხვედრის საწყის წუთებში მოიპოვოს. 

არასწორია, თუ მინდორზე მოწინააღმდეგეთა დასაღლელად გამოვლენ და შეხვედრის ბოლო წუთებზე იფიქრებენ.

კიკე სეტიენის მიზეზები, რომ მეტოქის 2 ცვლილების ზედმეტად გამოყენების უფლება "ბლაუგრანას" ავნებს, ჩემთვის სრულიად უაზროა. 

"ლურჯ-ბროწეულისფერებისა" და "რეალის" მსგავს კლუბებს უძლიერესი შემადგენლობები ჰყავთ, რომლითაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა 45 წუთშიც არ გაუჭირდებათ.

ლა ლიგა ბრუნდება, თუმცა ლეო მესის გასულ კვირას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ბევრი მსჯელობს, მზად იქნება თუ არა "მალიორკასთან" სასტარტოში დასაყენებლად. თუ ტიტულისათვის ბრძოლაში "ბარსელონა" ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს, არგენტინელის მეორე ტაიმებში დასვენება შეიძლება. როგორც ყველამ ვიცით, ლეო ყოველ წელს "პიჩიჩისათვის" იბრძვის, ამიტომ მწვრთნელისათვის მასზე როტაციების ჩატარება რთული იქნება - მესისთან ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი - "ცოტა დაისვენე", - ციტირებს რივალდოს სიტყვებს COPE.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 12 ივნისი 2020 15:49
    0
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: ana anukii
    ისე მართლა უაზრობებს ამბობს კიკე უკვე წუწუნებს... ეს არაფრის მომგებია სეზონის ბოლოს უეჭველი უნდა გააგდონ... მოიყვანონ ტენ ჰააგი რამე მოხდება?🙄🙄🙄

    კუმანი

    ტენ ჰააგი უფრო გამოადგება ბარსას უფრო შემტევ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს... კუმანს შესთავაზეს მარა ვერ დავტოვ ნაკრებსო და რანაირად მოვა
    Culé [?]
    #6 12 ივნისი 2020 00:17
    8
    დაასაქმეთ ეს კაცი კლუბში აშკარად უნდა იმდენს ლაპარაკობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 ივნისი 2020 00:04
    2
    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    უაზრობაა 5 ცვლილება,ძაან ბევრია. 5 ცვლილებას მივესალმები 120 წუთიანი მატჩისას, 90 წუთში 5 ცვლილება მთლიანად დროის გასვლაზე ორიენტირებულ გუნდს აძლევს ხელს. 10 წუთის გაყვანა თავისუფლად შეუძლიათ მოედანზე კოტრიალითა და 5 კაცის გაყვანით,რაც ტემპს საშინლად დააგდებს.

    ცვლილება მოხდება ისევ სამჯერ, უბრალოდ ორორად შეიყვანენ, თუ უნდა მწვრთნელს 5 კაცის გამოცვლა შეიყვანს 2-2-1 ან 1-2-2 ან 2-1-2 სისტემით.
    Culé [?]
    #4 11 ივნისი 2020 23:42
    1
    არ ფიქრობს ეს ფერმერი რომ ბირთვის გადახალისებას შეძლებსხოლმე ასე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #3 11 ივნისი 2020 22:59
    0
    უაზრობაა 5 ცვლილება,ძაან ბევრია. 5 ცვლილებას მივესალმები 120 წუთიანი მატჩისას, 90 წუთში 5 ცვლილება მთლიანად დროის გასვლაზე ორიენტირებულ გუნდს აძლევს ხელს. 10 წუთის გაყვანა თავისუფლად შეუძლიათ მოედანზე კოტრიალითა და 5 კაცის გაყვანით,რაც ტემპს საშინლად დააგდებს.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    რედაქტორი [?]
    #2 11 ივნისი 2020 22:52
    0
    ციტატა: ana anukii
    ისე მართლა უაზრობებს ამბობს კიკე უკვე წუწუნებს... ეს არაფრის მომგებია სეზონის ბოლოს უეჭველი უნდა გააგდონ... მოიყვანონ ტენ ჰააგი რამე მოხდება?🙄🙄🙄

    კუმანი
    Culé [?]
    #1 11 ივნისი 2020 22:48
    3
    ისე მართლა უაზრობებს ამბობს კიკე უკვე წუწუნებს... ეს არაფრის მომგებია სეზონის ბოლოს უეჭველი უნდა გააგდონ... მოიყვანონ ტენ ჰააგი რამე მოხდება?🙄🙄🙄