ხავიერ ტებასმა სატრანსფერო ფანჯრის სავარაუდო თარიღები დაასახელა

ხავიერ ტებასმა სატრანსფერო ფანჯრის სავარაუდო თარიღები დაასახელა

საფეხბურთო კლუბები კორონავირუსის გამო უჩვეულო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას ელოდებიან, თუმცა, მისი ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, არაა ცნობილი.

ESPN-ის ანალიტიკოსის, ალექს კირკლენდის, ინფორმაციით, სატრანსაფერო ფანჯარა ივლისის ბოლოს გაიხსნება და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

მისი აზრით, ეს ინფორმაცია სწორედ ლა ლიგის პრეზიდენტისაგან, ხავიერ ტებასისგან, მოდის.

საწყისი დრო შიდა ჩემპიონატების დასასრულს დაემთხვევა, ხოლო საბოლოო კი ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ჩაინიშნება.

დიდი ალბათობით, ამ სატრანსფერო ფანჯარაზე განსაკუთრებით მცირე თანხები დაიხარჯება. ფინანსური კრიზისის გამო, გუნდები უმეტესწილად ფეხბურთელების გაცვლით შემოიფარგლებიან. მათ შორის, "ბარსაც".

კლუბის სატრანსფერო ამბიციებიდან გამომდინარე, აქტუალურ ფეხბურთელთა დასამატებლად, კატალონიელებს ტრანსფერში საკუთარი მოთამაშეების ჩართვა მოუწევთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 11 ივნისი 2020 23:43
    0
    ეს არის გვარამიას ესპანური მოდელი! ფუ ეს ეშმაკი პერესის ერთერთი მონა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა