ლანგლეს აზრით, "ბარსასთვის" უმაყურებლოდ თამაში სასარგებლო იქნება

კლემან ლანგლემ კორონავირული პანდემიის ფონზე მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა:
ფრანგმა ფეხბურთელმა Mundo Deportivo-ს განუცხადა:
"ეს ფაქტი არ მომწონს, თუმცა ამჟამად ფანების თანხლებით თამაში შეუძლებელია. ფეხბურთი გულშემატკივრებით სავსე სტადიონისა და იქაური ატმოსფეროს გარეშე სულ სხვანაირი იქნება. მირჩევნია გულშემატკივრის თანხლებით ვითამაშო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტადიონის მესამედი იქნება შევსებული."
ინტერვიუს ბოლოს ცენტრალურმა მცველმა იმ სარგებელზეც ისაუბრა, რითაც უმაყურებლოდ თამაში "ბარსათვის" უპირატესობის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
"გასვლით შეხვედრებში ფანების დასწრების გარეშე თამაში უფრო გაიოლდება. ჩვენ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ბევრი ქულა დავკარგეთ, ხოლო საშინაო შეხვედრებში - პირიქით, გაცილებით წარმატებულად გამოვიყურებოდით, "კამპ ნოუზე" მოპოვებულ გამრჯვებებში მაყურებლის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
"ბარსა" ლა ლიგის სეზონს 13 ივნისს "მალიორკასთან" მატჩით განაახლებს. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სულ 11 შეხვედრაა დარჩენილი და აქედან ხუთის გამართვა "ბლაუგრანელებს" "კამპ ნოუზე" მოუწევთ.
კორონავირუსულ პანდემიამდე კატალონიელებმა 13 გასვლით შეხვედრაში ქულები 8-ჯერ დაკარგეს (5 მარცხი, 3 ფრე), ხოლო 14 საშიანაო შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფრედ, დანარჩენ 13 თამაშში "ბარსამ" 3 ქულის მოპოვება მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]