"ბარსელონა" რიკი პუჩის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"ბარსელონა" რიკი პუჩის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"ბარსელონა" თავისი ტალანტის მომავალზე და მის კატალონიურ კარიერაზე უკვე ფიქრობს.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს, ინფორმაციით, კლუბის მესვეურები მზად არიან, პუჩის კონტრაქტში არსებული შეთანხმება გამოიყენონ და ფეხბურთელთან ხელშეკრულება დამატებით კიდევ 2 წლით გააფორმონ.

ნახევარმცველის არსებული კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში მთავრდება, "ბარსას" ხელმძღვანელობა კი 2023 წლამდე გახანგრძლივებაზე ფიქრობს.

პუჩი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდად ითვლება და "ბლაუგრანასთვის" მისი შენარჩუნება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია.

ესპანელი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობაც აქვს მიღებული, ეს ყოველივე კი მას სამომავლო გამოცდილებისათვის ძალიან ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ რიკის იჯარის წესით შეძენით უამრავი კლუბია დაინტერესებული, "ბარსელონა" მის შენარჩუნებას და პუჩის უშუალოდ მათი მეთვალყურებობის ქვეშ განვითარებას ამჯობინებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 ივნისი 2020 00:30
    1
    ძალიან კარგი დასაწინაურებელია ეს ბიჭი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 11 ივნისი 2020 23:39
    0
    ფიზიკურად მოსახოდია თორე სკამისთვის ცუდი ვარიანტი არაა, მარა თუ არ გააიჯარებენ ან არ გაყიდიან გამოსყიდვის უფლებით არ გამოვა ამისგან არაფერი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #1 11 ივნისი 2020 21:15
    0
    Fizika puchi fizikas moumate dafrinav korpusis chadgmis dros.