საპნის ოპერა "ბარსელონაში"

საპნის ოპერა "ბარსელონაში"

Marca-მ "ბარსას" სატრანსფერო საგას პატარა სტატია მიუძღვნა.

არ არსებობს ზაფხული, საპნის ოპერის გარეშე, მით უმეტეს "ბარსელონასთვის", რომელიც ყოველ ზაფხულს წვალობს, სასურველი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად.

"ბარსას" ყოველთვის შეეძლო, ფანებისთვის, ვარსკვლავის გადაბირების იმედი მიეცა, მერე, თვეობით იწყება გაუთავებელი საუბრები და ბოლოს შეთანხმებას ან მიაღწევენ, ან ვერა.

როგორც წესი იმედგაცრუება ძალიან დიდია.

ფეხბურთელის გასაფორმებლად კი, ბოლო პერიოდში იმდენი ლოდინი უწევთ, რომ სიხარულიც ვეღარ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

ზამთარში, როდესაც სუარესმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, კლუბს ჰოლანდის გაფორმება თავისუფლად შეეძლო, მით უმეტეს, სუარესის ტრავმის ფონზე, მაგრამ იმდენი ხანი მოცდა ამჯობინეს, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მერე დიდი ბრძოლა მოუწიათ იმისთვის, რომ ლა ლიგის კლუბიდან მაინც გადაებირებინათ ფეხბურთელი და "ვალენსიელ" როდრიგოზე შეთანხმდნენ, მაგრამ ხელი მოეცარათ და თითქოს აღარავინ იყო დარჩენილი, ვისი ნდობაც შეიძლებოდა, როცა რადარზე, მარტინ ბრეითუეიტი გამოჩნდა.

დანიელმა თავი კარგად წარმოაჩინა, მოტივირებული და მონდომებულია, მაგრამ სუარესის შემცვლელად, მაინც ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა.

მანამდე იყო გრიზმანის ტრანსფერი. "ბარსამ" ფრანგის გადმოსვლა დააანონსა და ფანებიც ემზადებოდნენ მასთან შესახვედრად, მაგრამ ფრანგმა "ბარსა" გადააგდო. "ატლეტიკოს" ფანებისთვის ეს გმირობა იყო, გრიზმანი მაშინ დარჩა კლუბში, როცა მადრიდელებს მისი შემცვლელის გაფორმება არ შეეძლოთ, აი "ბარსელონას" გადმოსახედიდან, ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო, რომლის გამოც, მესი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა და მას მერე, ვერ ვიტყვით, რომ გრიზმანთან იდეალური ურთიერთობა აქვს.

კლუბი, ასეთ დროს, კარგავს პრესტიჟს. "ბარსა" იმ რანგის კლუბია, რომელიც არც ერთ ვარსკვლავს არ უნდა ეპოტინებოდეს და კალთებს არ უნდა აგლეჯდეს, იყო დრო როცა თავად ვარსკვლავები ითხოვდნენ ამ კლუბში ტრანსფერს.

რთულად იყო საქმე კოუტინიოსთან მიმართებაშიც, ტრანსფერი მაგრად გაიწელა და გადაწყვეტილი რომ გვეგონა, მაინც არაფერი გამოვიდა. ბრაზილიელი მხოლოდ ზამთარში გადმოვიდა და დიდად ვერ გავიხარეთ, რადგან ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაგვეხმარებოდა. ნამდვილად უდროო ტრანსფერი იყო, კოუტინიოს ლა ლიგაში აძლევდნენ დროს და ცდილობდა გუნდთან ადაპტირებას, რამდენიმე კარგი შეხვედრაც ჩაატარა, მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ახლოვდებოდა, ვალვერდე ლა ლიგაშიც იმ შემადგენლობასა და ტაქტიკას აყენებდა, რომელიც ლიგაზე გამოადგებოდა. ამ გაუგებრობას შეეწირა კოუტინიოს ადაპტაციის შესაძლებლობა და მერე, ვეღარც დალაგდა. ამ დონის ვარსკვლავის შუა სეზონში გაფორმება, ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, მხოლოდ მაშინ აქვს მცირე გამართლება, თუ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეძლება.

საპნის ოპერა ვიხილეთ, დემბელესთან მიმართებაშიც და ეს კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც კლუბის პრესტიჟი შეილახა. დემბელემ "დორტმუნდზე" ზეწოლა მოახდინა, ვარჯიშზე არ იარა და დებოში მოაწყო! "ბარსამაც" არ მოუწოდა ფრანგს, რომ მოქცეულიყო, როგორც პროფესიონალი, ამიტომ გაბრაზებულ გერმანელებთან მოლაპარაკებები გართულდა.

გაცილებით მარტივი გამოდგა, ფრენკი დე იონგის გადაბირება, თუმცა, ბართომეუს მაინც მოუწია ამსტერდამში ჩასვლა.

ახალი სერია, კაი ხნის წინ დაიწყო, მთავარი გმირები მირალენ პიანიჩი და ლაუტარო მარტინესი არიან. ჯერჯერობით კლუბები პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს და არც ფეხბურთელები ჯიუტობენ, ერთი რამ კი ზუსტად ვიცით, ეს სერიებიც, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. როცა საქმე "ბარსას" ეხება, საპნის ოპერა გარანტირებულია.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 12 ივნისი 2020 01:57
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: რაღაცნაირი
    გამარჯობაა. როგორ ხართ? ბრუნდება ფეხბურთი , გილოცავთ... უმაყურებლოდ მაგრამ მაინც ფეხბურთია და მაინც დაძაბულობაა...

    გერმანიის ჩემპიონატს ვადევნებ ასე თუ ისე თვალს რაც დაბრუნდნენ და ვერ ვიტყვი რომ ფეხბურთის ხარისხმა მოიკლო...რათქმაუნდა ატმოსფერო ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიამოვნებისთვის ,მაგრამ თითქოს დაძაბულობა მოეხსნათ გუნდებს და რაღაც ორმხრივ შეტევებს ვხედავ, უხვგოლიან მატჩებს და ა.შ

    ივლისიდან მაყურებლებიც დაიშვებიანო ესპანეთში... და მოკლედ გილოცავთ.

    გერმანიით მეც კარგად ვერთობი მარა გერმანულ კლასიკოს დაეტყო უმაყურებლობა. სად გადატენილი მოხმაურე სიგნალ იდუნა პარკი, სადაც თამაშების 70% -ს ფანები იგებენ და სად ჩამკვდარი სტადიონი სადაც დორტმუნდმა მარტივად წააგო. არადა ფანები არ მისცემდნენ წაგების უფლებას. კამპ ნოუსაც დაეტყობა, ისეთი მრისხანე ვეღარ იქნება ლეო სადაც მის ყველა მოძრაობას ოვაცია მოყვება. მარა სულ არაფერს ბევრად სჯობს. თორე ისეთი ლომკა მაქვს ბელორუსიის ჩემპიონატი არ გამიმაზავს

    კი ვინც დამოკიდებულია სტადიონზე ცოტა დაიჩაგრება, მაგრამ აგერ თუ ნახე სევილია- ბეტისი ისეთი დონე დადო ესპანეთმა რო რავი... უმაგრესი ეფექტებია... განავითარებენ ცოტა კიდე და ჩვენ , მაყურებლები ყოველ შემთხვევაშ დიდად ვეღაც ვიგრძნობთ იმედია..
    [?]
    #6 11 ივნისი 2020 14:29
    1
    ციტატა: რაღაცნაირი
    გამარჯობაა. როგორ ხართ? ბრუნდება ფეხბურთი , გილოცავთ... უმაყურებლოდ მაგრამ მაინც ფეხბურთია და მაინც დაძაბულობაა...

    გერმანიის ჩემპიონატს ვადევნებ ასე თუ ისე თვალს რაც დაბრუნდნენ და ვერ ვიტყვი რომ ფეხბურთის ხარისხმა მოიკლო...რათქმაუნდა ატმოსფერო ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიამოვნებისთვის ,მაგრამ თითქოს დაძაბულობა მოეხსნათ გუნდებს და რაღაც ორმხრივ შეტევებს ვხედავ, უხვგოლიან მატჩებს და ა.შ

    ივლისიდან მაყურებლებიც დაიშვებიანო ესპანეთში... და მოკლედ გილოცავთ.

    გერმანიით მეც კარგად ვერთობი მარა გერმანულ კლასიკოს დაეტყო უმაყურებლობა. სად გადატენილი მოხმაურე სიგნალ იდუნა პარკი, სადაც თამაშების 70% -ს ფანები იგებენ და სად ჩამკვდარი სტადიონი სადაც დორტმუნდმა მარტივად წააგო. არადა ფანები არ მისცემდნენ წაგების უფლებას. კამპ ნოუსაც დაეტყობა, ისეთი მრისხანე ვეღარ იქნება ლეო სადაც მის ყველა მოძრაობას ოვაცია მოყვება. მარა სულ არაფერს ბევრად სჯობს. თორე ისეთი ლომკა მაქვს ბელორუსიის ჩემპიონატი არ გამიმაზავს
    ფანი [?]
    #5 11 ივნისი 2020 13:50
    0
    ციტატა: BarcelonaFanTV
    ციტატა: Lautaro Martínez
    მანამდე იყო გრიზმანის ტრანსფერი. „ბარსამ“ ფრანგის გადმოსვლა დააანონსა და ფანებიც ემზადებოდნენ მასთან შესახვედრად, მაგრამ ფრანგმა „ბარსა“ გადააგდო. „ატლეტიკოს“ ფანებისთვის ეს გმირობა იყო, გრიზმანი მაშინ დარჩა კლუბში, როცა მადრიდელებს მისი შემცვლელის გაფორმება არ შეეძლოთ, აი „ბარსელონას“ გადმოსახედიდან, ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო, რომლის გამოც, მესი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა და მას მერე, ვერ ვიტყვით, რომ გრიზმანთან იდეალური ურთიერთობა აქვს.

    ამას რო გრიზი გრიზის დაუძახებთ (იმ ვიდეო ჩაწერის მერე) და ჯიგარად შერაცხავთ მაშინ არც ნეიმარზე ამოიღოდ ხმა რო უნდა დაბრუნება და გაა@ვასო რო იძახით თორე სასაცილო გამოდის

    გრიზმანი ახლა არაფერს აშავებს ნეიმარს კი სარჩელი აქვს შეტანილი

    ვიდალი გუნდშია და ისე შეიტანა სარჩელი და უჩივლა ეს გუნდის უპატივცემულობა არ არის ეს არის ხელმძღვანელობის ბრალი აქ გუნდის უპატივცემულობა არაფერ შუაშია ჩემი აზრით და გრიზმანმა პირდაპირ აგინა გულშემატკივრიან გუნდიანად ყველას
    Culé [?]
    #4 11 ივნისი 2020 13:32
    1
    გრიზმანთან მიმართებაში თავმოყვარე ხელმძღვანელობა მომდევნო წელს 120 მილიონს არ გადაიხდიდა და მოკლედ ეტყოდა: "დაახვიე, არ ხარ ბარსელონაში თამაშის ღირსი".
    დღესაც იგივე აზრის ვარ, გრიზმანი არ ღირს 120 მილიონი და არც ერთი ფეხბურთელი არ უნდა იყიდონ ნაჯახების გუნდიდან. ატლეტიკო და ბარსა იგივეა, სად ერეკლე და სად...
    ფანი [?]
    #3 11 ივნისი 2020 12:38
    0
    მანამდე იყო გრიზმანის ტრანსფერი. „ბარსამ“ ფრანგის გადმოსვლა დააანონსა და ფანებიც ემზადებოდნენ მასთან შესახვედრად, მაგრამ ფრანგმა „ბარსა“ გადააგდო. „ატლეტიკოს“ ფანებისთვის ეს გმირობა იყო, გრიზმანი მაშინ დარჩა კლუბში, როცა მადრიდელებს მისი შემცვლელის გაფორმება არ შეეძლოთ, აი „ბარსელონას“ გადმოსახედიდან, ეს ძალიან ცუდი საქციელი იყო, რომლის გამოც, მესი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა და მას მერე, ვერ ვიტყვით, რომ გრიზმანთან იდეალური ურთიერთობა აქვს.

    ამას რო გრიზი გრიზის დაუძახებთ (იმ ვიდეო ჩაწერის მერე) და ჯიგარად შერაცხავთ მაშინ არც ნეიმარზე ამოიღოდ ხმა რო უნდა დაბრუნება და გაა@ვასო რო იძახით თორე სასაცილო გამოდის
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #2 11 ივნისი 2020 12:31
    4
    გამარჯობაა. როგორ ხართ? ბრუნდება ფეხბურთი , გილოცავთ... უმაყურებლოდ მაგრამ მაინც ფეხბურთია და მაინც დაძაბულობაა...

    გერმანიის ჩემპიონატს ვადევნებ ასე თუ ისე თვალს რაც დაბრუნდნენ და ვერ ვიტყვი რომ ფეხბურთის ხარისხმა მოიკლო...რათქმაუნდა ატმოსფერო ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიამოვნებისთვის ,მაგრამ თითქოს დაძაბულობა მოეხსნათ გუნდებს და რაღაც ორმხრივ შეტევებს ვხედავ, უხვგოლიან მატჩებს და ა.შ

    ივლისიდან მაყურებლებიც დაიშვებიანო ესპანეთში... და მოკლედ გილოცავთ.
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 ივნისი 2020 12:02
    0
    ეგრე შვებიან ყველაზე იტყვიან ის მოყავთო მუღამში ჩააგდებენ კამანდას და ნა"უიზე უშვებენ მერე ;დ