თანხა და 2 ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიოს სანაცვლოდ

თანხა და 2 ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიოს სანაცვლოდ

მას შემდეგ, რაც მიუნხენის "ბაიერნმა" ფილიპე კოუტინიოს 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვაზე უარი თქვა, ბრაზილიელის შესახებ ბევრი სატრანსფერო ჭორი ვრცელდება. მას ხშირად ინგლისურ კლუბებს უკავშირებენ.

ესპანური გაზეთის, Sport-ის გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" და "ტოტენჰემი" ფილიპეს თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. წყარო დასძენს, რომ კატალონიელები "დეზების" მიერ შემოთავაზებული თანხისა და გარიგებაში ორი ფეხბურთელის - ტობი ალდერვაირელდისა და ტანგი ნდომბელეს - ჩართვაზე თანახმა არიან. ხსენებული ორი მოთამაშე კლუბის მესვეურებს ძალიან ხიბლავთ.

ალდერვაირელდს "სპურსთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბელგიელს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ვინაიდან, ტობი 2013-2015 წლების სეზონში მადრიდის "ატლეტიკოში" ასპარეზობდა. ამ სეზონში მან, ყველა ტურნირის ეგიდით, 36 მატჩში თავი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

რაც შეეხება ნდომბელეს, ფრანგი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის სტილთან ადაპტირებას ჯერ კიდევ ცდილობს. 23 წლის ტანგიმ, ინგლისის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში, 19 შეხვედრაში 2 გოლი და ამდენივე ასისტი მიითვალა.
Transfermarkt-ი ალდერვაირელდს - 24, ნდომბელეს კი 52 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #11 11 ივნისი 2020 08:44
    1
    Ra alderveilerdj da ndombele barcaaa bicho barcaaa, sxva donis fexburtelebi unda ikvnen barcas shemadgenlobash. Gulimereva ukve. Moikvanon kulibali, da albas Kai shemcvlelic
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 11 ივნისი 2020 00:57
    0
    ზამენაზე კაი ვარიანტები არიან თუ ეს ბარტერი შედგება კიბატონო თუ არადა გაასხან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #9 11 ივნისი 2020 00:50
    1
    საინტერესოა რა თანხას ჩამოდიან? ჩემი აზრით ალბათ 20-30 მილიონზე იქნება ლაპარაკი ან კიდე ნაკლებზე. ისე კარგი იქნებოდა ნაღდი ფული მოითხოვონ მარა 90 მილიონს ასეთ სიტუაციაში ნაკლებათ გადაიხდიან ბოლოსდა ბოლოს კრიზისი მარტო ბარსას კი არ აქ..
    ფანი [?]
    #8 11 ივნისი 2020 00:36
    5
    ციტატა: sandro barca
    ციტატა: ousmane dembele 11
    ფრენკი არტური ნდომბელე.მსოფლიოს საუკეთესო ტრიო გვეყოლება ნახევარდაცვაში

    ბუსი მოვტეხეთ უცებ?😄😄😄😄

    მეთქი რა მსოფლიოში საუკეთესო ტრიო მარა მერე ნიკნეიმს დავაკვირიდ - დემბელე - და არ გამჩენია კითხვები :D :D სამი ჩამშლელი ნახევარმცველი გვეყოლება მოედანზე, რაც საშინელბათა შორის საშინელებაა ჩემთვის პირადად; ვერ ატყობთ ბარსას არცერთი ნახევარმცველი კარში არ ურტყამს, თუნდაც რეალის ნახევარმცველებისგან განსხვავებით ნებისმიერს შეუძლია 30 მეტრიდან დაუფიქრებლად გაუშვას კარში (გაიტანენ არ გაიტანენ სხვა თემაა) ჩვენთან ბურთის დაჭერაო და ეგეც უკან პასს ნიშნავს მაქსიმუმ. საშინელებაა ამიტომ იყო და არის ჩემი აზრით კოუ საჭირო ბარსაში. ვიღაცამ ფორვარდებს უკან შეტევაზე, რომ იფიქრსოს. 🖤
    [?]
    #7 11 ივნისი 2020 00:23
    1
    ციტატა: Iniesta_8
    რაღაც არამგონია სიმართლე იყოს ჩმოურინიოს კოუ არ ევასება და ასეთ შეთავაზებებს მარტო ბარსა აკეთებს ხოლმე

    მეც ეგ ვიფიქრე, ფეხბურთელი დაცვითი უნარების გარეშე ჟოზეს რათ უნდა, მარა აქ მეორე ვარინტიცაა, პოჩეტინოს უნდოდა და ჩალიჩობდნენ ადრე. არაა გამორიცხული პოჩე დაბრუნდეს კიდეც. რაც შეეხება მოუს, მანჩესტერში მაგის ბოლო წელი გაიხსენე, 1 ტრანსფერიც არ გაუკეთეს ვინც მოითხოვა. ავტორიტეტი განულებული აქვს. ლევი კიდე (პრეზიდენტი) დიდი ხანია ტოპ ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობს, იმიტო რო გაუჩმახეს გუნდში ფეხბურთელებმა, დიდი შანსია კეინი დაკარგონ, წელს ლიგაზე გასვლა გაუჭირდებათ, გაიქცევა ყველა, მარა თუ ტოპ ტრანსფერი განხორციელდა და კოუ არის ეგეთი ბოლო 2 წელი რო დავივიწყოთ, ფეხბურთელების გულს მოიგებს და დაანახებს რო არ კიდია გუნდის მომავალი. და მანდ აღარც კIთხავს არაფერს ჟოზეს. მოიშორებს ორ გამოუსადეგარ იგროკს და დაიმატებს ტოპ მოთამაშეს. და ეგ შეიძლება იყოს რეალური თორე ალი ყავს მოუს მაგ პოზიციაზე. ვერც მაგას ამოაგდებს და ვერც სონს კოუტინიო. ისე ალდერვეირელდი 2 წლის წინ კედელი იყო მარა დღეს საშუალო დონის მცველია თან ბებერი, არ გვინდა, მაგას ჯობს ვერტონგენს დაეჩალიჩონ, უფასოა თან. 1-2 წლით გაქაჩავს, უმტიტის გავყიდდით და ფული შემოვიდოდა. მარცხნივაც კურზავა კარგი იქნებოდა იგივე მიზეზით, ფირპოში 25 მილიონს მაინც ავიღებდით და ცოტა ამოისუნთქებდა გუნდი, თორე ამ ფინანსურ კრიზისს ტ.რ.-კენ მივყავართ. ლაუტარო გვინდა ეხლა და მაგის 111 მილიონი? მოკლედ ნდომბელე თუ დავითრიეთ და ცოტა ფული წაამატა ტოტენ კარგი იქნება. აღარ დაგვჭირდება ბებერი პიანიჩები. ჩემი აზრით ნდომბელე ფაბიან რუისის და აუარის მერე პრიორიტეტი უნდა იყოს. პიანიჩI მევასება მაგრად მარა ასაკი არ მომწონს, თან იქნებ არტურს შეეშვან
    Culé [?]
    #6 10 ივნისი 2020 23:26
    2
    Ise soni ndombele jons da pulic daumaton 😂😂
    წევრი [?]
    #5 10 ივნისი 2020 23:24
    2
    ციტატა: ousmane dembele 11
    ფრენკი არტური ნდომბელე.მსოფლიოს საუკეთესო ტრიო გვეყოლება ნახევარდაცვაში

    ბუსი მოვტეხეთ უცებ?😄😄😄😄
    ფანი [?]
    #4 10 ივნისი 2020 23:18
    2
    რაღაც არამგონია სიმართლე იყოს ჩმოურინიოს კოუ არ ევასება და ასეთ შეთავაზებებს მარტო ბარსა აკეთებს ხოლმე
    Culé [?]
    #3 10 ივნისი 2020 23:16
    2
    2 wlis win verc warmovidgendi ro kous gashveba mendomeboda mitumetes amatshu gacvla.. magram axla mgono asec jobs
    გულშემატკივარი [?]
    #2 10 ივნისი 2020 23:00
    1
    ფრენკი არტური ნდომბელე.მსოფლიოს საუკეთესო ტრიო გვეყოლება ნახევარდაცვაში
    რედაქტორი [?]
    #1 10 ივნისი 2020 22:51
    5
    ან ტოტეში წავა, ან ნიუკასლში... ამისი აგენტიც მაგარი დაქოქილია და შევეგუოთ 🙃 ძალიან გამიცრუვდა იმედები