კოუტინიოს სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევრო იქნება
- 9-06-2020, 21:12
-
Tsitsi
- 4

მას შემდეგ, რაც "ბაიერნმა" ფილიპე კოუტინიო არ გამოისყიდა, ბრაზილიელის შესახებ ბევრი ჭორი აგორდა. ინგლისური წყაროები მას პრემიერ ლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, ზოგის მიხედვით კი, ფეხბურთელი "ბარსელონაში" კიდევ ერთ შანსს მიიღებს.
Sport-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 70 მილიონი ევრო იქნება.
ESPN-ის ცნობით კი, "ჩელსიმ" ფეხბურთელის შეძენაზე უარი სწორედ მაღალი მოთხოვნილი თანხის გამო თქვა.
France Football-ს თუ დავუჯერებთ, თავად ფილიპეს გადასვლა "ნიუკასლში" სურს. ინგლისურმა გუნდმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]