ჟოან გასპარი: ფიგუ მოღალატე იყო

ჟოან გასპარი: ფიგუ მოღალატე იყო

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა, ესპანურ პრესასთან ინტერვიუში ლუიშ ფიგუს ხმაურიანი ტრანსფერი გაიხსენა, რომელიც 2000 წელს მოულოდნელად მადრიდის "რეალში" გადავიდა. 

"ფიგუ ნამდვილი მოღალატე იყო. იმ საღამოს, როდესაც მე პრეზიდენტად ამირჩიეს, ფიგუმ დამირეკა და მითხრა, რომ მას ორი ბილეთი ჰქონდა - ერთი მადრიდის და ერთი ბარსელონასი. მან მითხრა, რომ მისმა აგენტმა "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა, თუ პორტუგალიელი ამას ხელს არ მოაწერდა, მაშინ მას 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა. მან თქვა, რომ თუ "ბარსელონა" ამ თანხას გადაიხდიდა, ის დარჩებოდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ამ თანხას გადავიხდიდით, ფიგუმ დოკუმენტების აღება საბანკო გარანტიებით მოითხოვა, მაშინ საღამო იყო და ამის გაკეთება ვერ მოვახერხე. მე მას დავპირდი და გარანტია მივეცი, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებდით, თუმცა ის "რეალში" მაინც გადავიდა. ეს იყო ჩემი კარგი მეგობრის, ფლორენტინო პერესის მზაკვრული და ბინძური საქციელი." - გასპარის სიტყვებს Sport ციტირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ივნისი 2020 19:23
    3
    მაგარი მეგობარი გყოლია. გველი, რომელიც მზადაა ნებისმიერ ხელსაყრელ დროს დაგგესლოს.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 9 ივნისი 2020 19:22
    4
    პერესი ამის კარგი მეგობარი იყო??? იქნებ ერთად მოაწყვეთ ეს ავანტიურა და შენც ფული აიღე ამ ტრანსფერის სანაცვლოდ?