"კამპ ნოუს" სახელწოდებაზე უფლებები რამდენიმე სეზონით გასხვისდება

  • 9-06-2020, 15:55
  • "კამპ ნოუს" სახელწოდებაზე უფლებები რამდენიმე სეზონით გასხვისდება

    "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი კარდონერი, ადასტურებს, რომ "კამპ ნოუს" სახელწოდებაზე უფლებები ერთზე მეტი სეზონით გასხვისდება.

    აქამდე ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, სახელწოდებაზე ხელშეკრულება მხოლოდ ერთი წლით იქნებოდა დადებული და გარიგებისგან მიღებული თანხა სრულად კორონავირუსთან ბრძოლისთვის დაიხარჯებოდა. თუმცა კარდონერის განცხადების მიხედვით, გარიგება უფრო გრძელვადიანი იქნება და შემოსავალი მხოლოდ საქველმოქმედო მიზნებს არ მოხმარდება.

    "ხელშეკრულება რამდენიმე სეზონით დაიდება. ჩვენ გვინდა, პირველ სეზონში სახელწოდებაზე უფლებები მთლიანად კორონავირუსის მიერ გამოწვეული შედეგების შემსუბუქებასა და მასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს მოხმარდეს. დარჩენილ სეზონებში თანხის გარკვეული ნაწილი, "ბარსელონას" ფონდის მეშვეობით, საზოგადოებრივი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

    ვიმედოვნებთ, რომ სპონსორთან ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ფონდს მნიშვნელოვნად დავეხმარებით".

    კარდონერის თქმით, რამდენიმე სავარაუდო სპონსორთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

    მსოფლიოს არაერთმა კომპანიამ გამოხატა თანამშრომლობის ინტერესი. რამდენიმე კომპანიასთან დიალოგი გავმართეთ და მათგან 6-7 კომპანიის შემოთავაზება სერიოზულ ჭრილში განიხილება. გამომდინარე საკითხის სენსიტიურობიდან, საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობთ", - კარდონერმა ეს განცხადება იმ კვლევის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც "ბარსელონას" ფონდმა 500 000 ევროთი დააფინანსა.

    რამდენიმე კვირის წინ, კარდონერმა თქვა, რომ შესაძლოა, სპონსორს "კამპ ნოუს" სახელწოდებაზე უფლებები 25 წლით გადაეცეს



    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    9 ივნისი 2020 20:08

    და ერთი წუთით ამათ გონიათ სმ არჩევნებს მოიგებენ? რამდენი წლითაც არიან კლუბში იმნედი წლით მიყიდონ სახელწოდრბაზე უფლებები ინებ მომავალ პრეზინდენტს და მის გუნდს არ უნდა რო კამ ნოუს სახეკი გადაერქვას და აეც ეს სპონსორი უნდა რატომ უნდა გადაიხადონ კონტრაკტის გაწყვეტისთვის დამატრბითი თანხა? და აეჩევნები რო სათვალიან კვერცხს წაგებუკია ქვს ყველამ იცის უკვე ასე რომ არჩევნებამდე სპონსორს მიყიდოს სახელზე უფლება ხოლო მერე ამ იაპონურმა მზეობამაცნახ.უი ქნას და ბართომეუმაც და იშოვონ ვინმე წესიერი სპონსორი

    1
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    9 ივნისი 2020 19:25

    ვაი თქვენს პატრონს!

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    9 ივნისი 2020 16:29

    დაარქმევენ ახლა თოღრულ ფაჩახ ბეის და მერე უნდა მოიტეხო ენა. თურანი დააბრუნეთ და კაპიტნის სამკლაური მიეცით ბარემ

    2
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გასულია
    me da barca Culé [?]

    9 ივნისი 2020 16:18

    რა 25 წლით, ამათ ხომ არ აჟრიალებთ. ნუთუ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. ბართო შენ უნდა სუნთქავდე და კრუიფი მიწაში იწვეს? ფუი შენი დ...

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV