უესლი სნეიდერი: მესის წასვლის შემდეგ, ლიდერი დე იონგი გახდება

უესლი სნეიდერი: მესის წასვლის შემდეგ, ლიდერი დე იონგი გახდება

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის, უესლი სნეიდერის, თქმით, ფრენკი დე იონგმა "ბარსელონაში" გადასვლით სწორი არჩევანი გააკეთა.

"ნიდერლანდებსა და "ბარსელონას" ყოველთვის კარგი ურთიერთკავშირი ჰქონდათ. დე იონგმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მან იცის, რომ მისი სტილი "ბარსელონასა" და ესპანეთს შეეფერება.

დე ლიხტმა სხვა არჩევანი გააკეთა, მაგრამ ფრენკისთვის "ბარსელონაში" წასვლა იდეალური გადაწყვეტილება იყო, იგი წინდახედულია. როდესაც მესი კარიერას დაასრულებს, ლიდერი ფრენკი გახდება", - სნეიდერს, რომელსაც დღეს 36 წელი შეუსრულდა, Daily Mail ციტირებს.

დე იონგი "ბლაუგრანას" გასულ ზაფხულში, 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეუერთდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 9 ივნისი 2020 13:22
    5
    ნამდვილად აქვს ბარსას ლიდერისთვის საჭირო პოტენციალი და იმედია მასე იქნება.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გულშემატკივარი [?]
    #3 9 ივნისი 2020 12:59
    1
    მართალი ხარ კინაღამ ოქროს ბურთ შეტენილო კაცო <3
    გულშემატკივარი [?]
    #2 9 ივნისი 2020 12:02
    1
    საჭიროა აიაქსის ფრენკი
    --------------------
    "მეტი, ვიდრე კლუბი!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ივნისი 2020 11:51
    1
    ვნახოთ ვნახოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued