ხორხე მესი ბარსელონაში მომავალ კვირაში ჩავა

ხორხე მესი ბარსელონაში მომავალ კვირაში ჩავა

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის მამა ესპანეთში მომავალ კვირას ჩაფრინდება.

კორონავირუსის გამო გადადებულმა რეისებმა ხორხეს ბარსელონაში ჩასვლა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცოტა გააჭიანურა.

შეხვედრა, შესაბამისად, მომდევნო კვირაში გაიმართება, სადაც "ბლაუგრანას" ინტერესებს გენერალური დირექტორი, ოსკარ გრაუ დაიცავს, ლეოს წარმომადგენელი კი მამამისი, ხორხე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლიონელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. კლუბი სავსებით დარწმუნებულია, რომ "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელი წასვლას არ აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.