"ბარსელონა" რაფაელ გერეირუს აკვირდება

"ბარსელონას", მიმდინარე ზაფხულში, შესაძლოა, მარცხენა მცველის შეძენა დასჭირდეს. ამ ინფორმაციას A Bola ავრცელებს.
"ბლაუგრანას" სათადარიგო განაპირა მცველის, ჟუნიორ ფირპოს მომავალი კატალონიურ კლუბში გაურკვეველია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წარმოშობით დომენიკელი ფეხბურთელი მზადაა, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩაერთოს.
კატალონიური წყაროს ცნობით, "ბარსას", ფირპოს წასვლის შემთხვევაში, მისი შემცვლელის დამატება მოუწევს. "ბლაუგრანა" ჟუნიორის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატივად სწორედ "დორტმუნდის" მარცხენა მცველს, რაფაელ გერეირუს განიხილავს. ამასთანავე, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ხუან ბერნატით ("პარი სენ-ჟერმენი"), ნიკოლას ტალიაფიკოთი ("აიაქსი"), პერვის ესტუპინიანითა ("ოსასუნა") და ანხელინიოთიც ("მანჩესტერ სიტი") ინტერესდებიან.
გერეირუ უნივერსალია. 26 წლის პორტუგალიელს ნახევარდაცვაშიც ბრწყინვალედ თამაში შეუძლია.
რაფაელ გერეირუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 34 მატჩი, 8 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. მას "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]