"ბარსელონა" ან არაფერი - მირალემ პიანიჩის უარი "ჩელსისა" და პსჟ-ს

"ბარსელონა" ან არაფერი - მირალემ პიანიჩის უარი "ჩელსისა" და პსჟ-ს

Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს, ოცნების ასრულება და "ბარსელონაში" თამაში სურს, რის გამოც ბოსნიელმა ფეხბურთელმა ევროპის ორი წამყვანი კლუბი უარით გაისტუმრა.

იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, 30 წლის შუახაზელს შეთავაზება "ჩელსიმ" და "პარი სენ-ჟერმენმა" გაუკეთეს, თუმცა მან ორივე მათგანს უარი უთხრა. ამის მიზეზი მისი "ბლაუგრანაში" გადმოსვლის სურვილია. მირალემი "ბარსასა" და "იუვენტუსს" შორის შეთანხმების მიღწევას ელოდება.

იმავე წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ პიანიჩის "ბარსელონაში" ტრანსფერი არ შედგება, ის უპირატესობას "იუვენტუსში" დარჩენას მიანიჭებდა.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ბოსნიელი ფეხბურთელით დაინტერესებულები არიან. კატალონიელები ფიქრობენ, რომ ის გუნდის სტილს იდეალურად მოერგებოდა. ტურინულ კლუბს პიანიჩის არტურში გაცვლა სურდა, თუმცა ბრაზილიელმა "ბარსელონას" დატოვება გამორიცხა.

"ბიანოკნერი" მირალემ პიანიჩს დაახლოებით 50 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 ივნისი 2020 23:23
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    გაუცვალეთ იმ მძორში

    არ წავა, თორემ სიამოვნებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 ივნისი 2020 22:47
    0
    გაუცვალეთ იმ მძორში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 7 ივნისი 2020 22:41
    1
    გემოვნება ჰქონია პიანიჩს😂😂
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    Culé [?]
    #1 7 ივნისი 2020 22:37
    0
    Raketa vidals orives idealurad chaanacvlebs