მესი თუ რონალდუ? - დე ლიხტმა აზრი შეიცვალა
"იუვენტუსში" გადაბარგებამდე დე ლიხტმა, ფრენკი დე იონგისთან ერთად, ერთ-ერთ ვიდეორგოლში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
დე იონგი: მესი თუ რონალდუ?
დე ლიტხი: მე მესი მირჩევნია.
დე იონგი: დიახ, მეც ლეოს ვირჩევ.
დე ლიხტი: ერთ აზრზე ვართ, მეტი ახსნა საჭირო არაა.
საინტერესოა, რომ გუშინ Tuttosport-თან მიცემულ ინტერვიუში 20 წლის მცველი, რომელიც "ბებერი ქალბატონის" რიგებში კრიშტიანუს თანაგუნდელი გახდა, სრულიად საპირისპირო აზრს აფიქსირებს.
"არგენტინელი თუ პორტუგალიელი? რონალდუ მისი თაობის საუკეთესო მოთამაშეა. ახალგაზრდა მოთამაშეებს ის დიდ მაგალითს აძლევს. კრიშტიანუს ყურებით ყოველთვის ვცდილობ, ბევრი ვისწავლო...საოცარ ფორმაშია, არ მჯერა, რომ მართლა 35 წლისაა".
გასულ წელს დე ლიხტის შესაძენად "ბარსელონამ" ბევრი იბრძოლა, თუმცა მან საბოლოოდ გადაბარგება "იუვენტუსში" არჩია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]