ლიონელ მესი რჩევებით ადაპტაციაში დამეხმარა - ფრენკი დე იონგი

ლიონელ მესი რჩევებით ადაპტაციაში დამეხმარა - ფრენკი დე იონგი

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, BBC-სთან, კლუბში ადაპტაციაზე საუბრობს.

"აიაქსისა" და ნიდერლანდების ნაკრებში სხვა როლი მქონდა. "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" გადმოსვლის შემდეგ კი ახალ ფორმაციასთან ადაპტაცია უნდა გამევლო.

საუკეთესოდ გამოვიყურები, როდესაც არც ძალიან დაცვითი ფუნქციები მაკისრია და არც - ძალიან შეტევითი.

ლიონელ მესი სიახლეებთან შეჩვევაში ძალიან დამეხმარა. როდესაც რჩევას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გაძლევს, ყურადღებით უსმენ. ზოგჯერ მეუბნება, რომ უფრო სიღრმიდან ვითამაშო, ან უფრო ფლანგზე გადავიწიო.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე დეტალებია, თუმცა დეტალები, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია", - აცხადებს დე იონგი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 ივნისი 2020 12:40
    0
    ციტატა: Guro
    კოუტინიო ინიესტას შემცვლელად იყიდეს და ნეიმარის ადგილზე ათამაშეს.არტური ჩავის მაგივრად იყიდეს და სკამზე დასვეს.დეიონგი ბუსკეცის შემცვლელია და შემტევ ნახ.მცველად არბენინებენ.გრიზმანი ცენტრფორვარდად მოიყვანეს და მარცხენა ვინგერად ყავთ გაგდებული.რა ხდება უნამუსო ვიყო🤔🤔

    რა ხდება და გვარდიოლას ითხოვს გული, მოვიდეს და ნახავ როგორ დალაგდება ყველაფერი.
    გულშემატკივარი [?]
    #2 7 ივნისი 2020 23:01
    1
    ციტატა: Guro
    კოუტინიო ინიესტას შემცვლელად იყიდეს და ნეიმარის ადგილზე ათამაშეს.არტური ჩავის მაგივრად იყიდეს და სკამზე დასვეს.დეიონგი ბუსკეცის შემცვლელია და შემტევ ნახ.მცველად არბენინებენ.გრიზმანი ცენტრფორვარდად მოიყვანეს და მარცხენა ვინგერად ყავთ გაგდებული.რა ხდება უნამუსო ვიყო🤔🤔

    მესის კარში დაყენებაღა დარჩა და შტეგენის მარჯვენა ფლანგზე კიდე
    Culé [?]
    #1 7 ივნისი 2020 20:01
    10
    კოუტინიო ინიესტას შემცვლელად იყიდეს და ნეიმარის ადგილზე ათამაშეს.არტური ჩავის მაგივრად იყიდეს და სკამზე დასვეს.დეიონგი ბუსკეცის შემცვლელია და შემტევ ნახ.მცველად არბენინებენ.გრიზმანი ცენტრფორვარდად მოიყვანეს და მარცხენა ვინგერად ყავთ გაგდებული.რა ხდება უნამუსო ვიყო🤔🤔
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.