"ბარსელონა" ისეთი ძლიერი აღარაა, როგორიც გვარდიოლას დროს იყო - რონალდ კუმანი

"ბარსელონა" ისეთი ძლიერი აღარაა, როგორიც გვარდიოლას დროს იყო - რონალდ კუმანი

"ბარსელონას" ლეგენდარულ ყოფილ მცველსა და ნიდერლანდების ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა შანსებში ეჭვი ეპარება.

"ვიმედოვნებ, ლა ლიგას "ბარსა" მოიგებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის კლუბს თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.

"ბლაუგრანას" შესახებ იმის თქმა, რასაც ვფიქრობ, ნამდვილად რთულია. დღესდღეობით, კატალონიელები ისეთი ძლიერები აღარ არიან, როგორებიც პეპ გვარდიოლას ეპოქაში გახლდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ფანტასტიკური გუნდი ჰყავთ. ფრენკი დე იონგის გამო, მათი მატჩების უმეტესობას ვუყურებ", - ციტირებს ნიდერლანდელის სიტყვებს Tot Gira.

"ბარსელონა" სეზონს 13 ივნისს (23:55) "მალიორკასთან" გასვლაზე დაპირისპირებით განაახლებს, ხოლო ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მერვედფინალში კიკე სეტიენის გუნდის მეტოქე "ნაპოლია", რომელთან პირველი შეხვედრა ანგარიშით, 1:1 დასრულდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ივნისი 2020 12:51
    0
    ამისთვის რო გეკითხა ალბათ, ატლეტიკო-ლივერპულის წყვილში, ლივერპულზე დადებდა ფსონს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 ივნისი 2020 23:01
    0
    აუფ ახალი ამბავი. ვინ არ იცის, რომ პეპის დროს ბარსა უძლიერესი იყო.