"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" ბოლოს 2013 წლის ნოემბერში ივარჯიშა

  • 7-06-2020, 11:54
  • "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" ბოლოს 2013 წლის ნოემბერში ივარჯიშა

    გუშინ "ბარსელონამ" მორიგი სავარჯიშო სესია, "სიუტატ ესპორტივას" ნაცვლად, "კამპ ნოუზე" ჩაატარა, რაც უკანასკნელად 2013-14 წლების სეზონში მოხდა.

    ადრე, "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩამდე ბოლო ვარჯიშს "კამპ ნოუზე" ატარებდა. 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში "ბარსელონა" გლაზგოს "სელტიკს" მასპინძლობდა. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო "ტატა" მარტინომ, ეს ტრადიცია დაარღვია და გუნდი სტადიონზე მხოლოდ თამაშის წინ გამოჩნდა.

    შესაბამისად, "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" ფეხბურთელების მონაწილეობით ვარჯიში ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრის შემდეგ არ გვინახავს. 2013 წლის 6 ნოემბერს "ბლაუგრანამ" "მილანი" 3-1 დაამარცხა.

    მიუხედავად იმისა, რომ მარტინოს შემდეგ "ბარსას" ლუის ენრიკე და ერნესტო ვალვერდე წვრთნიდნენ, ეს ტრადიცია აღარ აღდგენილა. კიკე სეტიენს კი ევროტურნირებზე საშინაო მატჩის ჩატარების საშუალება ჯერ არ ჰქონია და აგვისტომდე არც ექნება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: კამპ ნოუ
    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    ფლოკი წევრი [?]

    7 ივნისი 2020 14:55

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    პინტო როგორი ჩართულია 😆

    და მაინც, კარიერის ბოლომდე გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი იყო ფეხით თამაშში, რამდენჯერაც შეიყვანდა ხოლმე ფეხით თამაშში ბურთს იმდენჯერ ან აუტზე აგდებდა ან უკეთეს შემთხვევაში საბრძოლო სიტუაციაში აწვდიდა ხოლმე :დ

    1
    გასულია
    გიორგი ჩანგელია Culé [?]

    7 ივნისი 2020 12:51

    პინტო როგორი ჩართულია 😆

    1
    --------------------
    LIONEL ANDRES LEO MESSI
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV