რონალდ კუმანი: სერჟინიო დესტი “ბარსას“ სტილის განაპირა მცველია

  • 7-06-2020, 01:49
  • რონალდ კუმანი: სერჟინიო დესტი “ბარსას“ სტილის განაპირა მცველია

    Tot Gira-სთან ინტერვიუს დროს, “ბარსელონას“ ლეგენდამ და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ამსტერდამის “აიაქსის“ ახალგაზრდა მცველის, სერჟინიო დესტის, შესახებ ისაუბრა.

    ამერიკელ ფეხბურთელს “ბარსელონა“ საკმაო ხანია აკვირდება.

    “სერჟინიო დესტი სწორედ “ბარსას“ სტილის განაპირა მცველია. ის სწრაფია და ბურთთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს. მას ნებისმიერ გუნდში დიდი მომავალი ექნება.“

    გავრცელებული ჭორების თანახმად, სერჟინიო ამ ზაფხულში გუნდის შეცვლას აპირებს და კარიერის გასაგრძელებლად “ბლაუგრანა“ ყველაზე მეტად მოსალოდნელი კლუბია. მისი შეძენა 20 მილიონ ევროდ შესაძლებელი უნდა იყოს.

    დესტმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 6 ასისტია. ის “აიაქსის“ პირველი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად მარჯვენა მცველად თამაშობს, შეუძლია მარცხენა მცველის პოზიციაზეც ითამაშოს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    7 ივნისი 2020 12:59

    ყველაზე პერსპექტიული ეს იქნება მაგ პოზიციაზე თუ მოიყვანენ და სემედო თუ არ გაუშვეს მაგარი კონკურენცია ექნებათ მოინდომებენ ორივე

    1
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    7 ივნისი 2020 11:34

    ეს რაღაც ნამეტანი ერევა ბარსას ამბებში მგომი ევროპის მერე მოვა

    მარა კორონა რო არა ალბათ ამ ზაფხულშივე მოვიდოდა

    ეხა 21 ის ზაფხულამდე აღარ მოვა

    1
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    7 ივნისი 2020 10:13

    Semedus wasvla.arminda.. magram es bichi kai bavshvia

    2
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    7 ივნისი 2020 09:13

    სემედუ? ისე უშვებენ რო არც აძლევენ შანსს?

    2
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    გასულია
    Don_Andresito [?]

    7 ივნისი 2020 09:10

    ციტატა: M10 S9 D11
    აუ როგორ მინდა ეს ბიჭი მოიყვანონ ნორმალური კონკურენტი ეყოლება სემედუს

    სემედოსი რა მოგაცსენო, რობერტოს უფრო. უნდა შევეგუოთ ნორმალური მწვრნელის მოსვლამდე ნ1 არჩევანი იქნება ეგ იატაკის ტილო. დესტი თუ მოვიდა მოვა სემედოს ნაცვლად. ისე ბარსას ფანია, ვიყიდიდი და დავტოვებდი კიდე 1 წლით აიაქსში, არის მაგ. ბიჭში რაღაც ალვეშისებური. ისე ემერსონიც მომწონს ბეტისიდან. იქნებ გვეშველოს მაგ პოზიციაზე

    4
    გასულია
    Lasho წევრი [?]

    7 ივნისი 2020 09:09

    მოვიდეს ეს და აღარ დავინახავ იმედია სემედუს

    3
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    7 ივნისი 2020 08:43

    "ამერიკელ ფეხბურთელს “ბარსელონა“ საკმაო ხანია აკვირდება."
    და რადარებზე არ არ გამოჩენილა ჯერ?

    3
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 ივნისი 2020 07:24

    აუ როგორ მინდა ეს ბიჭი მოიყვანონ ნორმალური კონკურენტი ეყოლება სემედუს

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Pablos ar abia წევრი [?]

    7 ივნისი 2020 06:58

    მარჯვენაა მარა მარცხენაცაა ანუ 80 დოლარს უხდიან და.. ცაა და... ელიც😂😂

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV