ლა ლიგა ვირტუალური ფანების თანხლებით განახლდება

ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის ჩემპიონატი, ლა ლიგის სეზონიც დახურულ კარს მიღმა განახლდება. თუმცა, ესპანეთის საფეხბურთო პირველობაზე იმის შესახებ ფიქრობენ, თუ როგორ გახადონ ლა ლიგის მატჩები უფრო მეტად ბუნებრივი, ისეთი როგორიც კორონავირუსულ პანდემიამდე იყო.
Marca-ს მიხედვით, ლა ლიგის ეგიდით სტადიონებზე სპეციალური 3D მონიტორები განთავსდება, სადაც FIFA20-ის ვირტუალური გულშემატკივრები იქნებიან ნაჩვენები. ხოლო მაყურებლის ემოციად კი წინა თამაშებზე ჩაწერილი ხმა იქნება გამოყენებული.
ტელევიზორიდან მაყურებლებს არჩევანის საშუალება ექნებათ. მათ თამაშის ხილვა ჩვეულებრივ, პირდაპირი რეპორტაჟის სახით ან ვირტუალური ემოციის თანხლებით შეეძლებათ.
საჭირო ტექნოლოგიები სტადიონებზე უკვე დაყენებულია და მისი გამოყენება სეზონის განახლებისთანავე იქნება შესაძლებელი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]