რონალდ კუმანი: ფრენკი დე იონგი "ბარსელონასთვის" საჭირო ფეხბურთელია
- 6-06-2020, 18:02
-
DaviD_ViLLa_7
- 3

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ჰოლანდიის ნაკრების ახლანდელი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე ფრენკი დე იონგი "ბარსელონაში" წარმატებებს მიაღწევს.
"დე იონგი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას დრო უნდა მისცეთ.
დარწმუნებული ვარ, ფრენკი "ბარსელონაში" მალე გამოავლენს მის თვისებებსა და სათამაშო დონეს, როგორც ამას "აიაქსსა" და ეროვნულ გუნდში აკეთებდა.
ეჭვი არ მეპარება, რომ დე იონგი ის ფეხბურთელია, რომელიც კატალონიურ კლუბს ნახევარდაცვაში სჭირდება", - კუმანის ამ სიტყვებს Catalunya Radio ციტირებს.
ფრენკი დე იონგი "ბლაუგრანას" გასული წლის ზაფხულში "აიაქსიდან" შეუერთდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]