სუარესი, უმტიტი და ალბა დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ

სუარესი, უმტიტი და ალბა დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ

13 ივნისს "ბარსელონა" ლა ლიგას უბრუნდება. "მალიორკასთან" მატჩში გუნდს კლემან ლანგლე ვერ დაეხმარება, მან "სოსიედადთან" შეხვედრაში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო. დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ "ბარსას" კიდევ სამი ფეხბურთელია.

ლუის სუარესს, სამუელ უმტიტისა და ჟორდი ალბას ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4-4 გაფრთხილება დაუგროვდათ. ასევე საყურადღებოა ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსის, არტურო ვიდალისა და ჟუნიორ ფირპოს მდგომარეობა, მათ დისკვალიფიკაციას 2-2 ბარათი აშორებს.

"მალიორკას" შემდეგ, "ბარსელონა" ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩს სახლში, "ლეგანესთან", 16 ივნისს გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 ივნისი 2020 13:05
    1
    ალბამ და უმტიტიმ უნდა მიიღონ ყვითლები ლენგლე და ფირპოც მიხედავენ ლეგანესს დაცვაში სუა ისეთი მოწყურებულია არამგონია ყვითელი ბარარათი მიიღოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 6 ივნისი 2020 12:29
    1
    ლეგანესს მათ გარეშეც მოვუგებთ და სჯობია მეხუთეც მიიღონ მალიორკასთან.