ფოკუსს მიღმა - 05.06.2020

ფოკუსს მიღმა - 05.06.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

მუსა ვაგე

"ვალენსიასა" და "სევილიას" "ბარსელონას" 21 წლის მარჯვენა მცველის, მუსა ვაგეს იჯარით აყვანა სურთ. [El Desmarque]

ლაუტარო მარტინესი

ლაუტარო მარტინესის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლუის რუცი აცხადებს: "2018 წლის იანვარში ლაუტარო "რომას" 8 მილიონ ევროდ შევთავაზე, თუმცა "ჯალოროსიმ" უარით გაგვისტუმრა. ასევე, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მნიშვნელოვანი კონტაქტი გვქონდა, მაგრამ არანაირი კონკრეტული შეთახნმება არ შედგა". [Daily Mail]

იასპერ სილესენი

"ბარსელონას" ყოფილი მეკარე, იასპერ სილესენი "ვალენსიას" წელიწადში 11 მილიონი ევრო უჯდება. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, რის გამოც "ღამურებს" მისი გაშვება სურთ. [Football Espana]

ხოსე მარი ბაკერო

"ბარსელონას" სკაუტთა ამჟამინდელი დირექტორი, ხოსე მარი ბაკერო, შესაძლოა, მომავალ ზაფხულში მოსკოვის "ლოკომოტოვში" გადავიდეს. [Football Espana]


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 6 ივნისი 2020 00:05
    0
    სილესენი დააბრუნეთ სკამზე იდეალურია ნეტუს კი ჯობია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა