ფირპო + 70 მილიონი: "ბარსას" ფორმულა ლაუტარო მარტინესის შესაძენად
Mundo Deportivo-ს უახლესი ცნობით, კატალონიელები ლაუტაროს შესაძენად ჟუნიორ ფირპოსა და 70 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ "ინტერს" მხოლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდა აქვს გათვალისწინებული, "ბარსელონა" არგენტინელი თავდამსხმელის დასამატებლად ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას მაინც აპირებს.
"ბლაუგრანა" ფირპოს 41 მილიონ ევროდ აფასებს და შესაბამისად, მასთან ერთად, "ნერაძურისთვის" 70 მილიონის დამატებას გეგმავს, რაც კლუბის აზრით, იტალიელებისთვის ადეკვატური შეთავაზება იქნება.
მილანელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ანტონიო კონტესთვის, ფირპო შესანიშნავი მოთამაშე უნდა იყოს, რადგანაც მისთვის საყვარელ 3-5-2 ტაქტიკაში ინტეგრირებას იდეალურად მოახერხებს.
"ბარსელონასთვის" ლაუტარო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეა და მის გადმობირებას მაქსიმალურად ცდილობენ. მარტინესი კატალონიელებისთვის ლუის სუარესის შემცველად განიხილება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]