რა გზით შეუძლია "ბარსას" ნეიმარის დაბრუნება?

რა გზით შეუძლია "ბარსას" ნეიმარის დაბრუნება?

"ბარსელონა" თავისი უძღები შვილის დასაბრუნებლად ფარ-ხმალს ისევ არ ყრის.

მიუხედავად იმისა, რომ Sport-ის ცნობით, პსჟ ბრაზილიელის სანაცვლოდ არანაირ გაცვლას არ გეგმავს და მხოლოდ 175 მილიონ ევროდ შეელევა მას, კატალონიელებს მცირე თეორიული შანსი, ფინანსების მობილიზების მხრივ, ისევ აქვთ.

1. ხშირად განხილული ფეხბურთელების გაყიდვა

"ბარსა" ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს გაყიდვით დამატებით ფინანსურ შემოსავალს მიიღებს, რითაც სატრანსფერო ბიუჯეტიც გაიზრდება. კლუბს ბრაზილიელის ტრანსფერით 80-90 და შესაბამისად, ფრანგის გაყიდვით 50-60 მილიონი ევროს მობილიზების საშუალება ექნება.

2. მოთამაშეების ხელფასების კიდევ ერთხელ შემცირება

ჟერარ პიკემ გაამხილა, რომ გასულ წელს "ბარსელონას" ფეხბურთელები ნეიმარის დასამატებლად ხელფასების შემცირებაზე თანახმა იყვნენ. კორონავირუსული პანდემიის დროს 70%-იანი შემცირებით "ბლაუგრანამ" ერთ თვეში 32 მილიონის მობილიზება შეძლო. ამგვარ კომპრომისზე კიდევ ერთხელ წასვლის შემთხვევაში, კლუბს რამდენიმე თვეში 100 მილიონ ევრომდე შეგროვება შეეძლება.

3. ნეიმარის პსჟ-დან წასვლის სურვილით მანიპულირება

175 მილიონი ევროს შეგროვება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ "ნეი" ხშირად ისაუბრებს "ბლაუგრანაში" დაბრუნებაზე და პარიზული გუნდის ხელმძღვანელობას წასვლის სურვილს საჯარო განცხადებებითა თუ პირადი საუბრებით აქტიურად დაუდასტურებს, შესაძლოა, პსჟ-ს მიერ დაწესებულმა სატრანსფერო ფასმაც დაიწიოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ივნისი 2020 22:48
    2
    დაცვა გააძლიერეთ დაცვა შეეშვით ამ ნეიმარს და ლაუტაროს შეტევაში ნორმალურად აქვს გუნდს საქმე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued