Sport: ლიონელ მესის დაზიანება სერიოზული არ არის

Sport: ლიონელ მესის დაზიანება სერიოზული არ არის

დღეს გაკეთებულ განცხადებაში "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლიონელ მესის ოთხთავა კუნთზე დაზიანება აქვს და თავის დაზღვევის მიზნით, მზადებას სავარჯიშო დარბაზში განაგრძობს.

"ბლაუგრანა" არ აკონკრეტებს, თუ რამდენად საშიშია არგენტინელის დაზიანება, მაგრამ დასძენს, რომ ფეხბურთელი რამდენიმე დღეში თანაგუნდელებს შეუერთდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ესპანეთში სხვადასხვა, ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. Sport-ი წერს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტნის ტრავმა სერიოზული არ არის და ის მწვანე მინდორს ორშაბათს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ კვირას "ბარსელონას" ფეხბურთელებს დასვენების დღე აქვთ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ივნისი 2020 22:46
    1
    მთავარია 13-ში ხოდზე იყოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued