გუნდი მესის გარეშე ვარჯიშობს [ვიდეო]

გუნდი მესის გარეშე ვარჯიშობს [ვიდეო]

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს. 

დღეს "ბლაუგრანას" სავარჯიშო მოედანზე პირველ გუნდთან ერთად სარეზერვო გუნდის 9 მოთამაშეც გამოცხადდა, რომლებსაც კიკე სეტიენი, ბოლო პერიოდში, ხშირად ავარჯიშებს. 

რაც შეეხება ლიონელ მესის - არგენტინელმა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს, სპორტდარბაზში, ინდივიდუალურ რეჟიმში ივარჯიშა. დიდი ალბათობით, ის გუნდს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება. 

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველ მატჩს "ბარსა" 13 ივნისს, "მალიორკას" წინააღმდეგ გამართავს.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.