COPE: "ბარსელონა" მესისთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

COPE: "ბარსელონა" მესისთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

"ბარსელონა" მომდევნო კვირიდან ლეო მესისთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს, იტყობინება Cadena COPE. ცნობა, აგრეთვე, Sport-მაც დაადასტურა.

24 ივნისს არგენტინელი 33 წლის ხდება, რისი გათვალისწინებითაც, კლუბი ახალი კონტრაქტის მოქმედებას, შედარებით, მოკლევადიან პერსპექტივაში განიხილავს.

არსებული ხელშეკრულების მიხედვით, მესის მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან უფასოდ წასვლა შეუძლია, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი "კამპ ნოუს" დატოვებას არ აპირებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 ივნისი 2020 17:37
    1
    არგენტინელი 33 წლის ხდება, რისი გათვალისწინებითაც, კლუბი ახალი კონტრაქტის მოქმედებას, შედარებით, მოკლევადიან პერსპექტივაში განიხილავს.
    ანუ ინიესტას ეკუთვნოდა სამუდამო კონტრაქტი და ლეოს არა? თუ ფიქრობენ, ლეო ვერ მიხვდება რო წასვლის დრო მოუვიდა? და თავისით არ წავა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ივნისი 2020 16:51
    1
    ძალიან კარგი დროზე ქენით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued