MD: "ბარსელონამ" დე იონგის პირველი ბონუსი გადაიხადა

MD: "ბარსელონამ" დე იონგის პირველი ბონუსი გადაიხადა

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონამ" კლუბის ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის, ტრანსფერით გათვალისწინებული პირველი ბონუსი გადაიხადა, რომელიც 2.3 მილიონ ევროს შეადგენს.

თუმცა თანხა მთლიანად ამსტერდამის "აიაქსს" არ ეკუთვნის. ნაწილს "ვილემ II" და "ვალვაიკი" მიიღებენ, კლუბები, რომლებშიც დე იონგი აღიზარდა.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა (2919 წუთი), მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.