ფოკუსს მიღმა - 04.06.2020

ფოკუსს მიღმა - 04.06.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

ლუკას ვასკესი

მადრიდის რეალის ფეხბურთელი, ლუკას ვასკესი, მიიჩნევს, რომ "ლოს ბლანკოსს" სატიტულო მარათონში "ბარსელონას" დამარცხების შესაძლებლობა აქვს. "ჩვენ წინ 11 ფინალი გვაქვს, სწორედ ასე ვუდგებით თითოეულ თამაშს. ვიმედოვნებ 11 გამარჯვებას მოვიპოვებთ და ლა ლიგის ტიტულსაც დავისაკუთრებთ."
[Real Madrid TV]

ფილიპე კოუტინიო

"ტოტენჰემ ჰოტსპურის" ყოფილი თავდამსხმელი, დარენ ბენტი, "დეზებს" კოუტინიოს იჯარის წესით შესაძენად მხარს უჭერს. “10-12 მილიონი ტოპ ფეხბურთელისთვის? ამაზე არც კი დავფიქრდებოდი“. [Diario Sport]

ტიმო ვერნერი

კატალონიის "ბარსელონას", "ლივერპულისა"  და "ინტერის" სამიზნე, ტიმო ვერნერი "ჩელსის" ირჩევს. [Mundo Deportivo]

ჟოელსონ ფერნანდეში

"არსენალის" შემდეგ, "სპორტინგის" 17 წლის გარემარბის, ჟოელსონ ფერნანდეშისთვის ბრძოლას "ბარსელონა" და "ლაიპციგი" შეუერთდნენ. პორტუგალიელის შეძენის ფავორიტად "მეთოფეები" მიიჩნევიან, რადგან ფეხბურთელის აგენტი კია ჟორაბჩიანია, რომელსაც პრემიერ ლიგის კლუბებთან კარგი ურთიერთობა აქვს. [Bola]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 5 ივნისი 2020 12:32
    0
    "ჩვენ წინ 11 ფინალი გვაქვს, სწორედ ასე ვუდგებით თითოეულ თამაშს. ვიმედოვნებ 11 გამარჯვებას მოვიპოვებთ და ლა ლიგის ტიტულსაც დავისაკუთრებთ."
    რამოსის სიტყვებია და უკვე ათი წელია მესმის, ოღონდ ერთსაც ამატებდა: "სანამ მათემატიკური შანსი მაინც იქნებაო" მოდი და ნუ იცინებ შარშან თითქმის 20 ქულით ვასწრებდით და მაინც რობოტივით იმეორებდა, შანსი არ დაკარგულაო.