მესი და გრიზმანი ლა ლიგაში შექმნილი საგოლე შანსების რაოდენობით ლიდერობენ

  • 4-06-2020, 22:57
  • მესი და გრიზმანი ლა ლიგაში შექმნილი საგოლე შანსების რაოდენობით ლიდერობენ

    "ბარსელონაში" გადმობარგების შემდეგ, ანტუან გრიზმანი კატალონიურ გრანდთან ადაპტაციას ნელ-ნელა გადის. ცნობილი სტატისტიკური პორტალის, Opta-ს თანახმად, ფრანგმა თავდამსხმელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ბარსასთვის" 26 საგოლე შანსი შექმნა, რაც მხოლოდ ლეო მესის მაჩვენებელს ჩამოუვარდება, რომელსაც აქტივში 55 შექმნილი მომენტი აქვს.

    2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 120 მილიონ ევროდ შეძენილ ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" თამაში ხშირად არასასურველ მარცხენა ფლანგზე უწევს, რის გამოც, ჯერჯერობით, ჩვეულ, შთამბეჭდავ თამაშს ვერ გვთავაზობს. 29 წლის შემტევმა წლევანდელ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 37 მატჩში თავი 14 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.

    ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ დაპირისპირებაში, "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:1) გრიზმანმა გამათანაბრებელი ბურთი შეაგდო, რითაც ბევრი გულშემატკივრის გულის მოგება მოახერხა და მათ იმედი მისცა. შეგახსენებთ, ასევე, ანტუანმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" ლიონელ მესის პასით გაიტანა, კატალონიელებმა კი აღნიშნული მატჩი 3:1 მოიგეს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    gio 001 წევრი [?]

    5 ივნისი 2020 09:47

    ციტატა: M10 S9 D11
    ნორმალური ტრენერი ამ ორს იდეალურად გამოიყენებდა

    აბა სეტიენი ისე ბაზრობს,რომ იმ ძროხებს უკეთ ათამაშებს ალბათ ვიდრე ამათ

    0
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    5 ივნისი 2020 01:15

    ნაპოლის გაუტანე სახლში და შემდეგ ეტაპებზე ერთ-ორ გუნდს და შენ ტრანსფერს წარმატებულად ჩავთვლი

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    5 ივნისი 2020 01:14

    ნორმალური ტრენერი ამ ორს იდეალურად გამოიყენებდა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV