როგორ ითამაშებს "ბარსელონა" ლეო მესის გარეშე პირველ მატჩში?

როგორ ითამაშებს "ბარსელონა" ლეო მესის გარეშე პირველ მატჩში?

"ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, 13 ივნისს "მალიორკასთან" გასამართი პირველი შეხვედრა, შესაძლოა, გამოტოვოს.

Radio Catalunya-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელ შემტევს ბოლო სავარჯიშო სესიაში, კუნთის დისკომფორტის გამო, მონაწილეობა არ მოუღია.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლიდერი თუ დროულად ვერ გამოჯანრთელდა, გუნდს პირველი მატჩის ჩატარება მის გარეშე მოუწევს. Tribuna განიხილავს 2 ვარიანტს, თუ როგორი იქნება "ბარსას" ძირითადი შემადგენლობა მესის არყოფნის შემთხვევაში.

ვარიანტი A: 4-3-3

კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, შესაძლოა, მის საყვარელ ტაქტიკას არ უღალატოს. ანსუ ფატი შეტევაში მარცხენა ფლანგს დაიკავებდა, ანტუან გრიზმანი კი - მარჯვენას. ივარაუდება, რომ ლუის სუარესი, რომელიც ტრავმის შემდეგ გამოჯანრთელების ბოლო ეტაპზეა, "მალიორკასთან" ითამაშებს.

ვარიანტი B: 4-3-1-2

სუარესი და გრიზმანი შეტევაში შესანიშნავ დუეტს შექმნიდნენ. სეზონის დასაწყისში არტურო ვიდალის განწესებამ შემტევ ნახევარმცველად გაამართლა. გამორიცხული არაა, ჩილელმა ფეხბურთელმა ლუისისა და გრიზმანის უკან ითამაშოს და დაეხმაროს როგორც შეტევას, ისე ნახევარდაცვას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 ივნისი 2020 12:42
    1
    ციტატა: nikusha
    1) ლენგლე დისკვალიფირიცირებულია შესაბამისად ვერ ითამაშებს და უეჭველი უმტიტი იქნება ძირითადში
    2) სუარესის ასე ძირითადში პირდაპირ დაყენება არ იქნება სწორი, ამიტომ უფრო მგონია რომ ბრაითვაიტი დაიწყებს ძირითადიდან

    რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დაიწყებს 5 შეცვლის უფლება აქვს გუნდს და ნახევრის შეცვლა შეეძლება. მაგდენი მგონი ზამენის ფეხბურთელებიც არა გვყავს.
    გულშემატკივარი [?]
    #3 5 ივნისი 2020 01:19
    1
    ვარიანტი ბ ისედაც არ გაამართლებს? მესი რო იყოს ვიდალის ნაცვლად... მგონი იდეალური იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 ივნისი 2020 01:13
    1
    ჩვეულებრივად ითამაშებს მესი 13-ში არანაირი ტრამვა არ აქვს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 4 ივნისი 2020 22:47
    2
    1) ლენგლე დისკვალიფირიცირებულია შესაბამისად ვერ ითამაშებს და უეჭველი უმტიტი იქნება ძირითადში
    2) სუარესის ასე ძირითადში პირდაპირ დაყენება არ იქნება სწორი, ამიტომ უფრო მგონია რომ ბრაითვაიტი დაიწყებს ძირითადიდან
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა