ლუის სუარესი "მალიორკასთვის" ემზადება

ლუის სუარესი "მალიორკასთვის" ემზადება

"ლუის სუარესის დაბრუნება, ახალი ტრანსფერივით არის." - თქვა ედერ სარაბიამ ვიდეოკონფერენციაზე.

სუარესის დაბრუნება, "ბარსელონასთვის" საუკეთესო სიახლეა. ამ დროის განმავლობაში, ლუისი "ბარსას" ცოცხალ ლეგენდად ჩამოყალიბდა, რომლის მოედანზე ყოფნაც უმნიშვნელოვანესია, გარდა იმისა, რომ გოლები მრავლად გააქვს, გუნდს ბრძოლისუნარიანობას სძენს და ლიონელ მესისთან იდეალური დუეტი აქვს შექმნილი.

სუარესმა ოპერაცია იანვარში გაიკეთა და სეზონს დაემშვიდობა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა და ზუსტად იმ დროს დაბრუნდა, როცა გუნდები გადამწყვეტი ბრძოლებისთვის ემზადებიან.

სუარესი "მალიორკასთვის" მზად იქნება, მაგრამ მისი დატვირთვა ნელ-ნელა უნდა მოხდეს, იძულებითი შესვენება ყველა ფეხბურთელს მოუწია, მაგრამ ტრავმის შემდგომი ეტაპი, მაინც განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.

მიუხედავად დიდი პაუზისა, ლუის სუარესი ბომბარდირთა დავაში, მაინც მესამე ადგილზეა, მის წინ მხოლოდ ქარიმ ბენზემა (14 გოლით) და ლიონელ მესი (19 გოლით) არიან.

"მალიორკასთან" "კამპ ნოუზე" ჩატარებულ შეხვედრაში კი, კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 ივნისი 2020 16:41
    0
    ახლაც მუხლით ან მკერდით სთხარე თუ გინდა, მთავარია 3 ქულა წამოიღო მაქედან.
    მწერალი [?]
    #4 4 ივნისი 2020 16:06
    1
    ციტატა: nika 54
    გუშინ მთელი დღე მაიორკას წერდით და გამიკვირდა რომ სწორად, იმიტომ რო ესპანურში ბოლო ლ ს თან არ იკითხება მაგ: კასიიას ასე იკითხება კასილასი. ახლა დღეს ისევ მალიორკა გახადეთ? გუშინ ხუთჯერ მაიორკა გეწერათ ამ სტატიაში კი უკვე სამჯერ მალიორკა გახადეთ. ეს ზალიან ცუდია, დამიჯერეთ ძალიან აბნევთ ხალხს. აქ ახალგაზრდები შემოდიან და ზოგს "სოსიედადი" ქალაქი გონია(რომელსაც ესპანურად სან-სებასტიანი ჰქვია, ბასკურად კი დონოსტია) ზოგიც ჰალა მადრიდს ახსენებს, სინამდვილეში ესპანურად ეს ალლა მადრიდია(ესპანურში H სიტყვის დასაწყისსი არ იკითხება. კია საიტი სპორტული, მაგრამ მართლწერამ რა დააშავა(გრამატიკამ)

    მალიორკაზე შევთანხმდით.
    ასეა ჩვენთან დამკვიდრებული.

    "პაღი" რო დავწერო ხო არ მოსულა? პარიზს ვამბობთ. არადა "პაღი" არის ფრანგულად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 ივნისი 2020 16:04
    0
    მიდი პისტოლერო გოლი უნდა სთხარო მალიორკას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 4 ივნისი 2020 14:47
    0
    ციტატა: nika 54
    გუშინ მთელი დღე მაიორკას წერდით და გამიკვირდა რომ სწორად, იმიტომ რო ესპანურში ბოლო ლ ს თან არ იკითხება მაგ: კასიიას ასე იკითხება კასილასი. ახლა დღეს ისევ მალიორკა გახადეთ? გუშინ ხუთჯერ მაიორკა გეწერათ ამ სტატიაში კი უკვე სამჯერ მალიორკა გახადეთ. ეს ზალიან ცუდია, დამიჯერეთ ძალიან აბნევთ ხალხს. აქ ახალგაზრდები შემოდიან და ზოგს "სოსიედადი" ქალაქი გონია(რომელსაც ესპანურად სან-სებასტიანი ჰქვია, ბასკურად კი დონოსტია) ზოგიც ჰალა მადრიდს ახსენებს, სინამდვილეში ესპანურად ეს ალლა მადრიდია(ესპანურში H სიტყვის დასაწყისსი არ იკითხება. კია საიტი სპორტული, მაგრამ მართლწერამ რა დააშავა(გრამატიკამ)

    ეგრე ფრანგულად რიბერი ღიბეღია და ეგრე დავუძახოთ? ქართულად როგორც იკითხება ჯობია ისე წავიკითხოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ივნისი 2020 14:38